ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53-33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 450050020.35.101.016690
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53-33
18/02/2020
ვებგვერდი, 20/02/2020
450050020.35.101.016690
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2020 - 16/07/2022)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53-33

2020 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლისა და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“,  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №11-42 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და  მემორიალური დაფის განთავსების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში − თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  და  მემორიალური დაფის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ სივრცეში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. წესის მიზანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის  განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

3. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი) და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, არქიტექტორი,  განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე;

ბ)  მემორიალური დაფა − პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავყოფის აღმნიშვნელი დაფა. ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე;

გ) საზოგადოებრივი სივრცე (ტერიტორია/სივრცე) − განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომი და თავისუფლად ხილვადია ადამიანებისათვის;

დ) სამსახური − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური;

ე) სამინისტრო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ვ) კომისია −  თბილისის მერის მიერ შექმნილი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და  მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობას და იღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას თბილისის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და  მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ;

ზ) მესაკუთრის თანხმობა − ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა; ორგანიზაციის, სახელმწიფო და თბილისის საკუთრების შემთხვევაში − უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა.


მუხლი 3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირება
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2. საკითხის ინიცირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს თბილისის მერიას. განცხადების ფორმას/ფორმებს ამტკიცებს თბილისის მერი.

3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

ბ) ინფორმაციას, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ადგილმდებარეობის შესახებ;

გ) ინფორმაციას იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის შესახებ, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხი;

დ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის დასაბუთებას;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, თბილისის  მერის, სამსახურის ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს ან ინფორმაციას.

4. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსებობა/არარსებობა;

ბ) შესაბამის უძრავ ქონებაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გ) მესაკუთრის თანხმობა;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის წერილობითი პოზიცია.

5. თუ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება მოთხოვნილია იმ ტერიტორიაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში განმცხადებელმა სამსახურში უნდა წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში-არქიტექტურის სამსახური) გადაწყვეტილება.

6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კისრულობს ვალდებულებას, თბილისს უსასყიდლოდ გადასცეს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია ან/და განახორციელოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები საკუთარი რესურსით,  განცხადებას უნდა დაერთოს განსათავსებელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, მოდელი და ესკიზი შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით.

7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც დასტურდება  სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილით, სამსახურში უნდა წარადგინოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ფოტო და გადაადგილების შემდგომი ფოტომონტაჟი, აგრეთვე,   არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში განმცხადებელმა სამსახურში უნდა წარადგინოს არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება.

8. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახურის მიერ კომისიას არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 4. მემორიალური დაფის განთავსების საკითხის ინიცირება
1. მემორიალური დაფის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2.  საკითხის ინიცირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს თბილისის მერიას. განცხადების ფორმას/ფორმებს ამტკიცებს თბილისის მერი.

3. მემორიალური დაფის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას მემორიალური დაფის განთავსების ადგილმდებარეობის/შენობა-ნაგებობის შესახებ;

გ) ინფორმაციას იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის შესახებ, რომლის პატივსაგებად არის ინიცირებული მემორიალური დაფის განთავსების საკითხი;

დ) მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.

4. მემორიალური დაფის განთავსების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსებობა/არარსებობა;

ბ) მესაკუთრის თანხმობა;

გ) მემორიალური დაფის განთავსების შესახებ რეკომენდაცია შესაბამისი უწყებებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. თუ მემორიალური დაფის განთავსება მოთხოვნილია იმ შენობა/ნაგებობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, განმცხადებელმა სამსახურში უნდა წარადგინოს არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება.

6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს მემორიალური დაფის განთავსებას და  კისრულობს ვალდებულებას,  მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები განახორციელოს საკუთარი რესურსით, განცხადებას უნდა დაერთოს განსათავსებელი მემორიალური დაფის ესკიზი შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით.

7.  თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახურის მიერ კომისიას არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 5. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და  მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობს  თბილისის მერის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს და დებულებას ამტკიცებს, თბილისის მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური.

3. თბილისის მერია ვალდებულია, კომისიის საქმიანობის პროცესში უზრუნველყოს თბილისის საკრებულოს, სამინისტროს, სფეროს კურატორი თბილისის მერის მოადგილის, თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლ(ებ)ის, დარგობრივი ექსპერტ(ებ)ის ჩართულობა.

4. იმ პირის მემკვიდრე, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  ან  მემორიალური დაფის განთავსება, კომისიის ან იმ პირის მემკვიდრის მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს მიზანშეწონილობის საკითხის განხილვაში, ხმის უფლების გარეშე.

5. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის   ან/და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვისა და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, კომისია თბილისის მერს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაციით:

ა)  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და  მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობის შესახებ;

ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  ან/და  მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეუწონლად ცნობის შესახებ.

6. თბილისის მერი განიხილავს კომისიის რეკომენდაციას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და  მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თბილისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ უნდა აღსრულდეს გამოცემიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა.


მუხლი 6. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  და  მემორიალური დაფის განთავსების საკითხის  მიზანშეწონილობის კრიტერიუმები
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია და მემორიალური დაფა უნდა იყოს გარემოსთან სტილისტურად შესაბამისი, წარმოადგენდეს კულტურულ-შემოქმედებით ფასეულობას, არ ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და საქართველოს კანონმდებლობას.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება  პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, ხოლო მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ.

3. შეიძლება განთავსდეს იმ პირის  მემორიალური დაფა:

ა) რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ თბილისის, ქვეყნის ან საერთაშორისო მასშტაბით, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

ბ) რომელსაც მიღებული აქვს სახელმწიფო წოდებები ან/და ჯილდოები და სხვა საერთაშორისო აღიარება; რომელმაც სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქალაქ თბილისის, ქვეყნის ან საერთაშორისო მასშტაბით საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული  სფეროს განვითარებაში და რომელიც აღიარებულია  დარგის სპეციალისტების მიერ;

გ) რომელიც არის ოლიმპიური/პარაოლიმპიური, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონი, პროფესიული სპორტის საერთაშორისო/ეროვნული მნიშვნელობის ტურნირების გამარჯვებული/პრიზიორი;

დ) რომლის შემოქმედება კულტურისა და ხელოვნების სფეროში აღიარებულია ამავე სფეროს წარმომადგენელთა მიერ ან/და აღნიშნულმა შემოქმედებამ წვლილი შეიტანა კულტურისა და ხელოვნების რომელიმე დარგის განვითარებაში;

ე) რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ან რომელმაც საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყო კულტურის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენასა და აღიარებას.

4. სამსახურის მიერ კომისიას არ წარედგინება:

ა) იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი, რომლის პატივსაგებად თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკვე განთავსებულია მემორიალური დაფა;

ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ძეგლის (ქანდაკება, სკულპტურა) კვლავ განთავსების საკითხი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის მიერ ეცნობება განმცხადებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირის მემორიალური დაფის განთავსების საკითხის განხილვაზე, თუ:

ა) პირი, რომლის მემორიალური დაფის განთავსების საკითხიც განიხილება, არის საქართველოში ინსტიტუციის დამაარსებელი;

ბ) პირს, რომლის მემორიალური დაფის განთავსების საკითხიც განიხილება, სამშობლოს ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპვისათვის მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება ან ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

7. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახურის მიერ კომისიას არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 7. შესაბამისი საქონლის,  მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა
1. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობისა და  თბილისის მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თბილისის მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან/და მემორიალური დაფის განთავსებისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შესყიდვის შესახებ.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევისას, თბილისის მერია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს მასალებს   შესათანხმებლად.