„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125<sup>3</sup> მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.132.016474
13
25/02/2020
ვებგვერდი, 28/02/2020
020080160.35.132.016474
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქ­მის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/03/2015, სა­რეგისტრაციო კოდი: 020080160.35.132.016254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი 1-ისა;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  წარმოე­ბი­სა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად და­ნართი 2-ისა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექ­ციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი“.

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექ­ცია“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუ­­ქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.“;

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, არასამეწარმეო (არაკომერციუ­ლი) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექ­ციის“ მიერ, 3 დღის ვადაში საქმეს­თან ერთად განსახილველად გადაეგ­ზავ­ნე­ბა საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამ­დე­ბობის პირს).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასამეწარმეო (არაკომერ­ციუ­ლი) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექ­ციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერ­ციუ­ლი) იურიდიული პირის „ბათუმის მუნი­ციპალური ინსპექ­ციის“ (შემდგომში – სამარ­თალ­სუბიექტი) მიერ შესადგენი, საქართველოს ადმინისტ­რა­ციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათ­ვა­ლისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 და და­ნარ­თი №5 ჩა­მოყა­ლიბ­დეს წინამდებარე დადგენილე­ბა­ზე თანდარ­თუ­ლი რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე