„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016737
01-32/ნ
25/03/2020
ვებგვერდი, 25/03/2020
470230000.22.035.016737
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-32/ნ

2020 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაში (www.matsne,gov,ge; 31/10/2019; 470230000.22.035.016677) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (შემდგომში – ეკომიგრანტი) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათ შორის, საარსებო წყაროების შექმნის გზით; ასევე, საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;“;

ბ.ბ) ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ და ,,თ2ქვეპუნქტები:

„თ1) შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების დახურვის რიგითობის განსაზღვრის, დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების გამოსყიდვაზე მიზანშეწონილობის განსაზღვრის, ახალაშენებული საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის შესყიდვაზე წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

2) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება;“;

გ) ,,ნ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“და ,,ნ2“ ქვეპუნქტები:

,,ნ1) შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების განხორციელება, გრანტების გაცემა, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

2) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება და გრანტების გაცემა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე