საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.22.033.017306
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
81
23/03/2020
ვებგვერდი, 24/03/2020
120160030.22.033.017306
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №81

2020 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტით,  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“ და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების/შეზღუდვების შესრულებაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 27.03.2020წ.

მუხლი 2
1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტით,  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“ და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების/შეზღუდვების აღსრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ამავე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას გამოყენებულ იქნეს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის №31 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 82-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 27.03.2020წ.

მუხლი 3
1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში მიეთითება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წერილობითი ფორმით შედგენის შემთხვევაში, ოქმი დგება 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან:

ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (თუ სამართალდამრღვევი გადასახადის გადამხდელია) და ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. თუ ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ოქმი განმეორებით იგზავნება მისი შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ოქმი საჯაროდ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს;

ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 27.03.2020წ.

მუხლი 4
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 23 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.