,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170290.33.062.016117
35
23/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
040170290.33.062.016117
,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  დევნილთა მინისტრის

ბრძანება №35-ძ/ს

2020 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №06-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/01/2020, სარ. კოდი: 040170290.33.062.016112) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო და  სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.“.

2. ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით სარგებლობის მიზნით, კომისიას განცხადებით მიმართავს ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, კომისიისადმი მიმართვა ასევე შესაძლებელია დევნილთა კოლექტიური განცხადებით ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) წერილობითი მომართვით.“.

3. ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დადასტურდა, რომ განცხადებაში მითითებულ მისამართზე მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მესაკუთრეთა რაოდენობა შენობაში მცხოვრებ მესაკუთრეთა ნახევარზე მეტია, კომისიის მიერ გრძელდება წარმოება წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით (განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი), თუ მას აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი არა აქვს), რის შემდგომაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას (ამზადებს დასკვნას) განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“.

4. ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი მოხელე (შესაბამის რეგიონში/მუნიციპალიტეტში/რაიონში მიმაგრებული მოხელე).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრიკონსტანტინე კუჭუხიძე