,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N07-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016116
36
23/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
040110000.33.062.016116
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N07-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  – დევნილთა მინისტრის

ბრძანება №36

2020 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №07-ძ/ს ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის 18 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №07-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/01/2020, სარ. კოდი: 040110000.33.062.016113) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში შექმნილი კომისიების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესსა და პირობებს.’’.

2. ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო (აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო,  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო,  სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო შემდგომში  ტერიტორიული ორგანო).’’.

3. ბრძანების მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი კომისია.’’.

4. ბრძანების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობები

1. მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სამუშაოს ჩატარების თხოვნით, კომისიას განცხადებით მიმართავს დევნილთა ჩასახლების ობიექტის წარმომადგენელი ან ჩასახლებაში მაცხოვრებელი დევნილები. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის წევრი/წევრები გადის ობიექტზე, აწარმოებს ობიექტის დათვალიერებას, რის საფუძველზეც ადგენს დეფექტურ აქტს ობიექტის მდგომარეობისა და სავარაუდო ღირებულების შესახებ.

3. ობიექტის დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის აღწერის შემდგომ,  კომისიის მიერ ხდება შეგროვებული მასალის შესწავლა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ობიექტში მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სამუშაოს ჩატარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოკვლეულ მასალებთან ერთად, ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს (შემდგომში  მინისტრი) რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგენილ ობიექტში მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სარემონტო სამუშაოს ჩატარების ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს  ბრძანებას.

5.  მინისტრის მიერ ობიექტის მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოს შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება.

6. სამუშაოს შესრულების შემდეგ კომისია გადის აღნიშნულ ობიექტზე, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს შემოწმებას, ადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს, რის შემდგომაც მხარეებს შორის ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი.’’.

5. ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით  ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.’’

6. ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) ინიცირებითა და მინისტრის წერილობითი მიმართვით, საცხოვრებელი ობიექტის მდგომარეობის შესწავლის (დეფექტური აქტის შედგენის) პროცესში შესაძლებელია ჩართვა ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება  ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტს.’’.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.              

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრიკონსტანტინე კუჭუხიძე