თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016503
11
24/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
010250020.35.163.016503
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2020 წლის 24 მარტი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 24/11/2017, 010250020.35.163.016355).

1. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, მერის უფლებამოსილების ვადით სამსახურში უკონკურსოდ იღებს და ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელს აქვს   შტამპი და ბლანკი.

4. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას;

გ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში გასცემს შესაბამის შუამდგომლობებს;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობას;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობას განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;

ზ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს მერის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოხელეებისათვის იმ ინფორმაციის (მოთხოვნის/საჭიროების შემთხვევაში წერილობით) მიწვდას, რომელიც გახდება მათ მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ერთ-ერთი საფუძველი;

თ) ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, საქონლის ადგილწარმოშობის, პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურებისა და მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, მერის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოხელეების მიერ გასაცემი ცნობების მომზადების ეტაპზე უზრუნველყოფს იმ ინფორმაციის (მოთხოვნის/საჭიროების შემთხვევაში წერილობით) მიწვდას, რომელიც გახდება მათ მიერ ცნობების გაცემის ერთ-ერთი საფუძველი;

ი) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი და ადმინისტრაციული  ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე და ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს.

3. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.

4. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურში მიიღება მერის უფლებამოსილების ვადით უკონკურსოდ. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურში მიღების და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი.

 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.