თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016504
12
24/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
010250020.35.163.016504
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2020 წლის 24 მარტი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში „თელავის  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/01/2018, 010250020.35.163.016368).
1. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით.
2.  მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა.
3.  მერიის  მუშაობის შედეგების  საინფორმაციო ბაზის წარმართვა  და ანალიზი.
4.  საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება.
5. დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა და შესრულებაზე კონტროლი.
6.  შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება.
7. ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება.
8. მერიის ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და  შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა.
9. შინაგანაწესის შესრულების კონტროლი.
10.  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება.
11.  მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება.
12. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის ორგანიზება და მერის წარმომადგენელთა მონიტორინგი.
13. მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება.
14. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
15. მუნიციპალიტეტის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა.
16. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, საქონლის ადგილწარმოშობის, პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურებისა და მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ცნობების გაცემა.
17. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების განხორციელება.
171. ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული ცნობების გაცემასა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ/პასუხისმგებელ ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოხელე(ებ)ს განსაზღვრავს მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
18. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების,   მერის  და  მერიის  თანამდებობის  პირების  დავალებების შესრულება“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებიდან“ ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „პ“ ქვეპუნქტები.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე