თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016506
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
24/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
010250050.35.163.016506
თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/03/2020 - 24/04/2020)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2020 წლის 24 მარტი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების

შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის გერბი  და გერბის აღწერილობა დამტკიცდეს  დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა დამტკიცდეს  დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი №1

 


 

აღწერილობა

თელავის მუნიციპალიტეტის გერბი

თელავის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.

 I და IV ნაწილზე - მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთოსანი ცხენი. II ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ციხე-სიმაგრე ზემოდან ოქროს გვირგვინით.

III ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.

გერბის ფარი გადაკვეთილია სამი, ვერცხლის, ტალღისებური შემცირებული სარტყელით.

 გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "თელავი.

 


დანართი №2

 

თელავის დროშა

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად - მეწამულ (წითელ) და

ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად.

დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.

დროშის პროპორციაა 2:3.