თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №17 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №17 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016507
15
24/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
010250050.35.163.016507
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №17 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2020 წლის 24 მარტი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №17 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №17 დადგენილებაში „თელავის  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/01/2018; 010250050.35.163.016369).

1. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების რეგისტრაციას;

ბ) უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებას;

გ) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოფს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტების მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„1 1. უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით  მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ქვემოთჩამოთვლილი ვალდებულებების განხორციელებას;

ა) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემა;

ბ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა;

გ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დადასტურება;

დ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის  შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 12 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„1 2. ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილ/პასუხისმგებელ საჯარო მოხელე(ებ)ს განსაზღვრავს მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე