„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016982
50
01/05/2020
ვებგვერდი, 01/05/2020
140030000.22.034.016982
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №50

2020 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016906) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და ანალიტიკური სამმართველო.“.

2. მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101

საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ორგანიზებული საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა; კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; კორესპონდენციის წარმოება;

გ) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე, ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა;

დ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში სამინისტროს ინტერესების დაცვა, ასევე, დეპარტამენტის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება;

ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ვ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი; დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნა;

თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ი) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;

კ) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა; გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

ნ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება;

ო) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება; ასევე, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის ჩატარება; აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

რ) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ს) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი; სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

ტ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

უ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;

ფ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის დანაშაულების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება;

ქ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეყვანა, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

ღ) პენიტენციური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა;

ყ) დანაშაულის რეციდივის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკის წარმოება;

შ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეყვანა;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური