„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016525
7
06/05/2020
ვებგვერდი, 07/05/2020
010250020.35.162.016525
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №7

2020 წლის 6 მაისი

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის 30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2018, 010250020.35.162.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურეები

1.მერიაში საჯარო სამსახურს ეწევიან პროფესიული საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეა პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე;

მერიის პროფესიული საჯარო მოხელეები არიან:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-სამსახურის უფროსი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი-განყოფილების უფროსი;

გ) სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეები.

3. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული არიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გაწერილი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საფუძველზე მერს ხელს უწყობენ მის განხორციელებაში და სამსახურში მიიღებიან არაუმეტეს მერის უფლებამოსილების ვადით;

4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია პირი-რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესრულების უფლებამოსილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  1-ის მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  1-ის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  1-ის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი ცნობის გასაცემად საჭირო ყველა ინფორმაციის მოძიების,  დამუშავების და შესაბამისი ცნობის გაცემის მიზნით, ადასტურებს ფაქტებს ან გასცემს რეკომენდაციებს:

დ.ა) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის 46 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ;

დ.ბ) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

დ.გ) პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების (გარდა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით) შესახებ;

დ.დ) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  1-ის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 4. მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი