გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016482
17
15/05/2020
ვებგვერდი, 19/05/2020
010250050.35.166.016482
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 15 მაისი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-12 მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 და მე-15 მუხლების, საქართველოს კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი



გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი

გენდერული თანასწორობის  სტრატეგია


თავი I

გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები


მუხლი 1
სტრატეგია განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების გენდერულ პოლიტიკას და გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით.

სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას  თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თნაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების ,კულტურის და სოციალური მიმართულებით.

2018-2019 წლების მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის თვითშეფასების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის. 

ექსპერტის მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

2. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

3. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

4. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

5. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

6. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.


თავი II
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები

მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:

ა) გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა  მოიცავს:

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების მუნიციპალური გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2020-21 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოს მიერ დამტკიცებას.
  • ახალი 2020-21 წლების მუნიციპალური გეგმის განხორციელების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას;
  • შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ახალი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებასა და განხორციელებას.

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა – მოიცავს:

  • მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასებას;
  • შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
  • „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;
  • საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;
  • მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფას.

გ) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა – მოიცავს:

  • მუნიციპალიტეტის „გენდერული აუდიტის“ განხორციელებასა და შეფასების შესაბამის ცვლილებებს მის საქმიანობაში;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორიელების პერიოდულობის განისაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას;
  • მონიტორინგის შედეგების მართვისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მიწოდების წესის დამტკიცებას.

დ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით შემუშავებული საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა – მოიცავს:

  • ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფილ მიზნით მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფას;
  • მუნიციპალიტეტის მიერ მეთოდოლოგიის დამტკიცებას, მისი შედეგების განახლებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ასახვის მიზნით;
  • მეთოდოლოგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას;
  • იდენტიფიცირებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელ პირთა გადამზადებას და კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ე) გენდერული ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა – მოიცავს:

  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გენდერულ ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას;
  • გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას.

ვ) დროებითი სპეციალური ზომები ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში – მოიცავს:

  • გენდერული თანასწორობის სტიმულირებას ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში;

ზ) გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა – მოიცავს:

  • გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან პერიოდული შეხვედრების ჩატარებას გენდერული თანასწორობის პრობლემურ საკითხებზე და მათ ჩართვას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

მუხლი 3. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:

ა)  გენდერული ბიუჯეტი – მოიცავს

  • მუნიციპალური შემოსავლებისა და ხარჯების გაანალიზებას სქესთან მიმართებაში, თუ რა განსხვავებულ  გავლენას ახდენს ქალებისა და კაცების ცხოვრებაზე ბიუჯეტის ხარჯები თუ შემოსავლები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსების რესტრუქტურიზაციას გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით;
  • გენდერული ასპექტების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;
  • ჩატარებული კვლევის შედეგად, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას.

ბ) გენდერული ასპექტის გათვალისწინებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება და განხორციელება – მოიცავს

  • ქალებისა და მამაკაცებისათვის საწარმოო რესურესებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბიზნეს საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭიროებების გამოვლენას, შესაბამისი პროგრამების (საგანმანათლებლო, პრაქტიკული უნარების განვითარების) შემუშავებასა და განხორციელებას; დასაქმების ბაზარზე ქალთა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად შესაბამისი პირობების შექმნას და ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობას;

გ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს,

  • როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.

დ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – მოიცავს

  • ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე  და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნას;

ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა – მოიცავს

  • მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 4. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:

ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში  გენდერულად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების დანერგვა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის  – მოიცავს

  • კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების გენდერული ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსხვავებული სქესის, ასაკობრივი, თუ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას.

ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების  ინტერესებზე  მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოიცავს

  • მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლას;
  • არსებულ თუ შემდგომში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;
  • კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – მოიცავს

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კვლევას;
  • კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ქალთა და გოგონათათვის პროფესიული განათლების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მუხლი 5. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების ინტეგრაცია გულისხმობს, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, გენდერულ ასპექტთა გათვალისწინებას მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და პროგრამებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

  ამ მიმართულების პრიორიტეტია:

ა) პრიორიტეტული პროგრამების გათვალისწინება სოციალურ პაკეტში – მოიცავს

  • მუნიციპალიტეტის შეჭირვებული და მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;
  •  სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პროგრამებით მოსარგებლეთა კვლევას გენდერულ ჭრილში;
  • კვლევის შედეგების საფუძველზე სოციალური პაკეტით განსაზღვრული პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მუხლი 6. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.

ამ მიმართულების პრიორიტეტია:

ა) პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა - მოიცავს

  •  მუნიციპალიტის საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, შეუსაბამოს საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
  • დანერგოს დისკრიმინაციის ფაქტზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;
  • უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე;
  • დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

მუხლი 7. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
მინიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთ მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მუხლი 6 პ.1).

ამ მიმართულების პრიორიტეტია:

ა) პრევენციული ღონისძიებები – მოიცავს

  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალური მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით

ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარებ – მოიცავს

  • შეიმუშაოს და განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები.

თავი III
სტრატეგიის მონიტორინგი

მუხლი 8
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.