საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) საქმიანობის საგნის ცვლილების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) საქმიანობის საგნის ცვლილების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/05/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
212
07/05/2020
ვებგვერდი, 19/05/2020
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) საქმიანობის საგნის ცვლილების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 212

 2020 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის  – შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) საქმიანობის საგნის ცვლილების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:405173164) ლიკვიდაციის პროცესი.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – შპს „სვიფტ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:405173164) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრიდან და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს ვახტანგ თურნავა (პირადი ნომერი: 01030036992).

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს – შპს „სვიფტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:405173164) მიეცეს თანხმობა, შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს – „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 21 მაისი № 928 განკარგულება.

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.