„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022035
323
23/05/2020
ვებგვერდი, 27/05/2020
280120000.10.003.022035
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №323

2020 წლის 23 მაისი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №218 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/04/2020, 280120000.10.003.021930) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული დანართ 1.2-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პროფესიული ზედამხედველობა და მხარდაჭერა, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ან/და მიწვეული პროფესიული ზედამხედველისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან):

თ.ა) პროფესიული ზედამხედველი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

თ.ა.ა) მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, განათლების მეცნიერებები (პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი), სოციალური მუშაობა, რეაბილიტაცია/ ფიზიკური თერაპია, პედიატრია ან სამედიცინო ინსტიტუტის 5-წლიანი დიპლომი;

თ.ა.ბ) ბავშვებთან პროფესიული მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება, აქედან უწყვეტად უკანასკნელი 3 წელი ადრეული ინტერვენციის პროგრამაში;

თ.ა.გ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის დასრულების ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი/დიპლომი (ადგილობრივი  სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან);

თ.ა.დ) ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი სუპერვიზიაში (ადგილობრივი  სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სატრენინგო მოდული შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან);

თ.ბ) პროფესიული ზედამხედველის სამუშაო მოიცავს:

თ.ბ.ა) ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვებას, ჩანაწერის წარმოებასა და სპეციალისტისთვის უკუკავშირის მიცემას;

თ.ბ.ბ) ბენეფიციარის ინდივიდუალური შემთხვევის, პირადი საქმისა და მასში შემავალი დოკუმენტაციის შემოწმებასა და დახვეწის ხელშეწყობას;

თ.ბ.გ) ბენეფიციარის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამიდან გასვლის/სხვა სამედიცინო, სოციალურ ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვის საჭიროების დროულ იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას;

თ.ბ.დ) მის სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტებთან ჯგუფური შეხვედრების ორგანიზებას შემთხვევების განხილვის, უკუკავშირის, პროფესიული ზრდისა და სერვისშიდა ტრენირების მიზნით, ასევე სპეციალისტებთან სატელეფონო კონსულტაციას;

თ.ბ.ე) ბენეფიციარის მშობლებთან შეხვედრების განხორციელების კონტროლს (ინდივიდუალური გეგმის შემუშავების/ცვლილების მიზნით, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ან/და სატელეფონო კონსულტაციის განხორციელებას).“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტი ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს და არ არის დამოკიდებული ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე, ფინანსდება თვეში 20 ლარით (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან).“.

2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტით ჩამოყალიბებული დანართ 1.12-ის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 295-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58 -ს.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამის“:

 ა) დანართ 1.2.-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) ფარგლებში ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის მიერ მიმდინარე თვის ვაუჩერის წარდგენა მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაძლებელია მომსახურების მიწოდების მიმდინარე თვის დასრულებამდე, მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენის ვადით;

ა.ა) დანართ 1.2.-ის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე თანხის ანაზღაურება განხორციელდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენილი ვაუჩერების რაოდენობის გათვალისწინებით, თვის ვაუჩერის ღირებულების 152 ლარის 70%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გაეწია თუ არა მომსახურება ბენეფიციარს;

ბ) დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) ფარგლებში ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე თანხის ანაზღაურება განხორციელდება დაგეგმილი კურსების შესაბამისად, ვაუჩერის ღირებულების 330 ლარის 50%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გაეწია თუ არა მომსახურება ბენეფიციარს;

გ) დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის მიერ მიმდინარე თვის ვაუჩერის წარდგენა მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაძლებელია მომსახურების მიწოდების მიმდინარე თვის დასრულებამდე, მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენის ვადით;

გ.ა) დანართ 1.5-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე თანხის ანაზღაურება განხორციელდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენილი ვაუჩერების რაოდენობის გათვალისწინებით, თვის ვაუჩერის ღირებულების:  შშმ პირთა (მ. შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში − 336 ლარის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში − 525 ლარის, ხოლო მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში − ყოველ სამუშაო დღეზე 8 ლარის 60%-ის ოდენობით;

დ) დანართ 1.11-ის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში დღის ცენტრებში მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება დღეში 9 ლარით, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 60%-ისა;

 ე) დანართ 1.13.-ის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში მომსახურების მიწოდების სრულად  აღდგენამდე დაგეგმილი მომსახურების შესახებ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტის ანაზღაურება განხორციელდება თვის ვაუჩერის ღირებულების 308 ლარის 70%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა,  გაეწია თუ არა მომსახურება ბენეფიციარს;

 ვ) დანართ 1.2.-ისა („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) შემთხვევაში, მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე ვაუჩერის გამოუყენებლობა არ გახდება ვაუჩერის ავტომატური გაუქმების საფუძველი ორი თვის გამოუყენებლობის მიზეზით, ხოლო დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) შემთხვევაში, დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობა არ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზი;

ზ) შეჩერდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება − დანართ 1.2.-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“), დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“), დანართ 1.4-ის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“),  დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“), დანართ 1.6-ისა („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.13-ის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში, 2020 წლის 1 ივნისამდე მომსახურებებში ბენეფიციარების ჩართვის მიზნით;

თ) 2020 წლის 1 ივნისიდან განახლდეს გადაწყვეტილებების მიღება დანართ 1.2.-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“), დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“), დანართ 1.5-ისა („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.13-ის  („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მხოლოდ იმ ბენეფიციარების მომსახურებებში ჩართვის მიზნით, რომლებმაც აღნიშნულის მოთხოვნით განცხადებით მიმართეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და შემდგომ პერიოდში და განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

ი) 2020 წლის 1 ივნისიდან განახლდეს გადაწყვეტილებების მიღება დანართ 1.4-ისა („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.6-ის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ყველა იმ ბენეფიციარზე, რომლებმაც, მომსახურებებში ჩართვის მიზნით, განცხადებით მიმართეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ბენეფიციარების ჩარიცხვა განხორციელდეს შესაბამისი ქვეპროგრამით დადგენილი საერთო წესითა და პირობებით;

კ) მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენის შემდეგ განახლდეს გადაწყვეტილებების მიღება დანართ 1.2.-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“), დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“), დანართ 1.5-ისა („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.13-ის  („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ყველა იმ ბენეფიციარზე, რომლებმაც, მომსახურებებში ჩართვის მიზნით, განცხადებით მიმართეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ბენეფიციარების ჩარიცხვა განხორციელდეს შესაბამისი ქვეპროგრამით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, საერთო წესითა და პირობებით;

ლ) დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ბენეფიციარებზე:

ლ.ა) მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე, მარტის თვეში მოქმედი ვაუჩერის თვის შესაბამისად, გაიცეს კვების მატერიალიზებული ვაუჩერი, მაგრამ ერთჯერადად არაუმეტეს 3 თვისა (ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება 80 ლარი);

ლ.ბ) მომსახურების მიწოდების სრულად აღდგენამდე, 2020 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, გაიცეს კვების მატერიალიზებული ვაუჩერი, მაგრამ ერთჯერადად არაუმეტეს 3 თვისა (ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება 80 ლარი);

მ) კვების მატერიალიზებული ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება დანართ 1.1-ის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმწოდებლებთან: 

მ.ა) ვაუჩერი გაიცემა დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ბენეფიციარებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში) ბენეფიციარზე/ ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას;

 მ.ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არა უგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

მ.გ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

 მ.დ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია