დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5995-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.019864 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561 მუხლით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც, ამ კანონის შესაბამისად, აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. ეს მუხლი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 მაისი 2020 წ. N5995-IIს |
დოკუმენტის კომენტარები