„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5989-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.019859
5989-IIს
29/05/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
040110030.05.001.019859
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ქონების სააგენტო ახორციელებს აგრეთვე მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხელს უწყობს დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვას. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას ქონების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, მომსახურების სახეებსა და მომსახურების საფასურის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „თ“−„ი1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება − განსაკარგავად გადაცემული ქონების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება − განსაკარგავად გადაცემული ქონების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

1) განსაკარგავად გადაცემული ქონება − სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა ქონების სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – ქონების სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) საპრივატიზებო შემოსულობა − სახელმწიფო ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემისა და გაცვლის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში;“;

ზ) „ც“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) მომსახურების საფასური − ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისთვის, დადგენილი თანხა, რომელიც სრულად ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე;“;

ი) „ჰ 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ 1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი და 1პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

11. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) გაცვლას ფიზიკური პირის ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.

4. 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის აქტი (გადაწყვეტილება) ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 2 მუხლი:

„მუხლი 3 2.  გაცვლა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლაზე ვრცელდება ამ კანონის 31 მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებითა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული წესები.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გაცვლისას გამოიყენება ამ კანონის 31 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-20 მუხლით, 42-ე მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებითა და 452 მუხლის მე-7−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.

3. გაცვლისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

6. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კულტურული ფასეულობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები, შესაბამისი პირობებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;“;

ა.გ) „ნ“−„რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;

ო) კინო-, ფოტო- და ფონომასალების სახელმწიფო ფონდები;

პ) საქართველოს სამინისტროების/უწყებების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი (მოძრავი ძეგლი);

ჟ) სამუზეუმო კოლექციები და ფონდები;

რ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ძ.ბ“−„ძ.დ“  და  „ძ.ზ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება დასაშვებია მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.“.

8. 51 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო და ქონების სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.

2. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

3. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური საშუალებით ან/და ელექტრონული საშუალებით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების საშუალებით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge ან www.moesd.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.“.

9. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით. სახელმწიფო ქონების ელექტრონული და საჯარო აუქციონების ფორმებით განკარგვის, აგრეთვე განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვისა და შეფასების წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) 31 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სახელმწიფო ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვისას/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს წარადგენს ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდის (www.eauction.ge) ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.

4. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას აუქციონის შედეგები ძალას კარგავს:

ა) აუქციონში გამარჯვებულის მიერ საპრივატიზებო საფასურის ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აუქციონის პირობა მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა იყო;

ბ) ამ კანონით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;

გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;

დ) თუ მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ამ მოძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში გატანას.“;

გ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ აუქციონზე გატანილი სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) განკარგვა არ მოხდება, ეს სახელმწიფო ქონება შეიძლება გასხვისდეს განმეორებით აუქციონზე. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება (გარდა მოძრავი ქონებისა) ამ ფასადაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება კიდევ შემცირდეს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის შემცირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-3 და 3 1 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V თავზე. ქონების სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.

10. 62 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6 2. საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის განსაკუთრებული შემთხვევები

სახელმწიფო ქონების პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება განისაზღვროს ამ სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში − ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“.

11. 63 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის აქტი ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონება შეიძლება განაწილდეს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, აგრეთვე სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემით.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6მუხლი:

„მუხლი 65. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.“.

13. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს.“.

14. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.“.

15. მე-20 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ამ პუნქტში მითითებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

16. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის II და IV თავებით. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონება შეიძლება გადაეცეთ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

18. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით;“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.

4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით ქონების სააგენტომ შეიძლება გაანაწილოს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, აგრეთვე სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე მისი რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო ამ მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას ამ მოძრავი ქონების განმკარგავ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში. ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

21. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი, ხოლო პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქონების მმართველის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით იღებს და შესაბამის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავ ქონებას გადასცემს ქონების სააგენტოს.

6. განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება;

ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება;

გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება;

დ) განაწილება;

ე) განადგურება.“;

ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29​ 1. მერქნული რესურსის გაცემის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, დაცულ ლანდშაფტში ან მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე სააგენტოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად. უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე მოჭრილი მერქნული რესურსის ქონების სააგენტოსთვის გადაცემის შემთხვევაში მისი განკარგვა ხორციელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესით.“.

24. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქონების სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

25. 311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 311. განსაკარგავად გადაცემული ქონების ქონების სააგენტოს მიერ განკარგვის წესი

1. ქონების სააგენტომ განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების ფორმა შეიძლება შეარჩიოს ამ ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე.  

2. განსაკარგავად გადაცემული ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით ქონების სააგენტომ შეიძლება გაანაწილოს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემით.

3. თუ განსაკარგავად გადაცემული ქონების რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, იგი უნდა განადგურდეს.“.

26. 36-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას − აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულება/აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

27. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია:

ა) პრივატიზება;

ბ) მართვის უფლებით გადაცემა;

გ) გაცვლა.“.

28. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ქონების სააგენტო წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ  წილებისა და აქციების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში აუქციონში გამარჯვებულთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

29. 45-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ქონების მმართველი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. წილებისა და აქციების პრივატიზებისას ქონების შემძენს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მისი რეგისტრაციის შემდეგ. საკუთრების უფლებასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო ვალდებულება/ვალდებულებები. წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

30. 451 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო თანხა) და ანგარიშსწორების წესი და პირობები;“.

31. 45მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

32. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ბოლომდე უზრუნველყოს პრივატიზებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის ხელშემწყობი წესისა და პირობების დამტკიცება.“.

33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47 5 მუხლი:

„მუხლი 47 5. პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. თუ პრივატიზებული შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს აღემატება, ქონების სააგენტო შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის ნამეტ (გაზრდილ) ფართობზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით და საფასურის გადახდის შემთხვევაში. 

2. თუ პრივატიზებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს 10 პროცენტზე მეტით აღემატება, ქონების სააგენტო ნამეტ (გაზრდილ) ფართობზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით და საფასურის გადახდის შემთხვევაში.“.

34. 49 1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 პუნქტი:

„31. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

მუხლი 2

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმა მასთან მიერთებით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვალოს მის უფლებამონაცვლედ.

2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90 დღისა:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დასრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებით;

ბ) სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმის დასასრულებლად, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციისთვის, საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება.

3. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედების დღიდან დასრულებულად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმა.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობებზე, ასეთი თანამდებობების არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციისა და ამ პუნქტით  განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნას კომისია.

5. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აღემატებოდეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე ან ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

7. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საკუთარი საბალანსო მონაცემების მიხედვით აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, სათანადო საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა.  

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად ისარგებლოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, სათანადო საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 91-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2020 წ.

N5989-IIს