ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016002
14
28/05/2020
ვებგვერდი, 02/06/2020
000000000.00.106.016002
ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №14

2020 წლის 28 მაისი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა.ე. ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის 2020 წლის 10 მარტის №19 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის საფუძველზე:

1. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ ქუჩებს გადაერქვას და თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად, ეწოდოს შემდეგი სახელები:

ა) სტალინის ქუჩას – ზვიად გამსახურდიას სახელი;

ბ) ბერიას ქუჩას – ჟიული შარტავას სახელი;

2. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ უსახელო ქუჩებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად, ეწოდოს შემდეგი სახელები:

ა) ქუჩა №1 – ალექსი მირცხულავას სახელი;

ბ) ქუჩა №2 – პიერ და ბადრი კობახიძეების სახელი;

გ) ქუჩა №3 – „კოლხეთის“ სახელი;

დ) ქუჩა №4 – ალიოშა ბერაიას სახელი;

3. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ ქუჩებზე მდებარე შესახვევებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული შესახვევების შესაბამისად, გადაერქვას და ეწოდოს შემდეგი სახელები:

ა) სტალინის I შესახვევს გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ზვიად გამსახურდიას I შესახვევი;

ბ) №4 ქუჩის I შესახვევს მიენიჭოს ალიოშა ბერაიას I შესახვევი;

4. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ უსახელო ქუჩებზე მდებარე ჩიხებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:

ა) ქუჩა №1-ის  I ჩიხი – ალექსი მირცხულავას I ჩიხი;

ბ) ქუჩა №2-ის  I ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების I ჩიხი;

გ) ქუჩა №2-ის  II ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების II ჩიხი;

დ) ქუჩა №2-ის  III ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების III ჩიხი;

ე) ქუჩა №2-ის  IV ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების IV ჩიხი;

ვ) ქუჩა №3-ის  I ჩიხი – კოლხეთის I ჩიხი;

ზ) ქუჩა №3-ის  II ჩიხი – კოლხეთის II ჩიხი;

5. ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

6. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

7.  განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 ედიშერ ჯობავა.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.