დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6032-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110020.05.001.019876 |
|
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−13 პუნქტები: „11. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 12. თუ მუნიციპალიტეტის დასახლებათა 80 პროცენტს ან 80 პროცენტზე მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს იმავე პუნქტით დადგენილი წესით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი 1000 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი.“. მუხლი 2. პირი, რომელსაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 1−1 3 პუნქტების საფუძველზე მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს ამ სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 9 ივნისი 2020 წ. N6032-IIს |
დოკუმენტის კომენტარები