საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6058-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019886
6058-IIს
10/06/2020
ვებგვერდი, 19/06/2020
020000000.05.001.019886
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 17313 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17313. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2020 წ.

N6058-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.