„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6364-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 310090000.05.001.019912
6364-IIს
23/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
310090000.05.001.019912
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა

1. შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  4  საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მათ მართვაში  არსებული  საერთო  სარგებლობის  საავტომობილო გზების მიხედვით აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო  გადაადგილების  უზრუნველყოფის  მიზნით  შესაბამისი  ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები კოორდინირებულად უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით წინადადებების/ანგარიშების მომზადებას.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო ერთობლივი ნორმატიული აქტის გამოცემა;

ბ) მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ სათანადო დადგენილებების მიღება;

გ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2020 წ.

N6364-IIს