„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022095
380
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
470230000.10.003.022095
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №380

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან:“;

ა.ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. №1.8 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.8 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა დანართ №1.8-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

გ) 22-ე მუხლის 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით,  №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კარდიოქირურგიული მომსახურებების ანაზღაურება ხდება განმახორციელებლის მიერ ნოზოლოგიური ჯგუფებისთვის (დიაგნოზთან შეჭიდული მსგავსი სირთულის შინაარსობრივად ერთგვარი ინტერვენციების დაჯგუფება) დანართ №1.8-ის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში შესაბამისი პროცენტული თანაგადახდისა და წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.“.

2. №1.8 დანართი (პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია /ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1.8

პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები

 

        1.

კოდი

დასახელება

ტარიფი

(ლარი)

1CAR

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-FNDC1A - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია

550

2CAR

ბალონური დილატაცია

1600

3CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა

(სტენტირება 1 სტენტით)

1800

4CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა

(სტენტირება 2 სტენტით)

2100

5CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა

(სტენტირება 3 სტენტით)

2400

6CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა

(სტენტირება 4 სტენტით)

2700

7CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა

(სტენტირება 5 სტენტით)

3000

8CAR

აორტო-კორონარული შუნტირება/გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა/თრომბექტომია, აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე/სხვა ოპერაციები პარკუჭსა და წინაგულზე, აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე

8500

9CAR

ერთი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება/გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა, 1 სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება-/-ერთი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება, აორტო-კორონარული შუნტირება/ შეძენილი VSD-ის დახურვა

აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე/გულის ანევრიზმის გამო ოპერაცია

აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე (მინითორაკოტომიით ან მის გარეშე)

12000

10CAR

ორი და მეტი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება/გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა, 2 და მეტი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება/ორი და მეტი სარქვლის პლასტიკა/პროთეზირება და აორტო-კორონარული შუნტირება (მინითორაკოტომიით ან მის გარეშე)

13500

11CAR

აორტის ანევრიზმის რეკონსტრუქცია

აორტო- კორონარულ შუნტირებასთან ერთად ან მის გარეშე/აორტის ანევრიზმის რეკონსტრუქცია და/ან სარქვლ(ებ)ის პლასტიკა/პროთეზირება 

აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე

15500

12CAR

გულის აბერანტული კერის აბლაცია

3500

13CAR

გულის აბერანტული კერის მაღალტექნოლოგიური აბლაცია

12000

14CAR

პეისმეიკერის (რიტმის წარმმართველის) იმპლანტაცია

3400

15CAR

სამკამერიანი პეისმეიკერის იმპლანტაცია (დეფიბრილატორის გარეშე)/ რეიმპლანტაცია/მუდმივი ეპიკარდიული პეისმეკერის იმპლანტაცია ან გამოცვლა

12000

16CAR

ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/რეიმპლანტაცია (ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეფიბრილატორის შესყიდვის პროცედურების დასრულებამდე)

13 500

ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/რეიმპლანტაცია (ამავე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად შესყიდული დეფიბრილატორის ხარჯის გარეშე)

3 374

17CAR

რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/რეიმპლანტაცია (ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეფიბრილატორის შესყიდვის პროცედურების დასრულებამდე)

17 000

რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/რეიმპლანტაცია (ამავე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად შესყიდული დეფიბრილატორის ხარჯის გარეშე)

3 444

18CAR

ერთი და ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ელექტროდის/ების გამოცვლა/ რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის ელექტროდის/ების გამოცვლა

3500

19CAR

Z95.0/ I44 / I45 / I49 -/- გულის ხელოვნური რიტმის გენერატორის არსებობა/წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა/გამტარობის სხვა დარღვევები/გულის რითმის სხვა დარღვევები -/- FPSJ00 - პეისმეკერის პულსის გენერატორის ან ელექტროდის რევიზია/ FPSE42 - წინაგულის ტრანსვენური ელექტროდის იმპლანტაცია/ FPSE44 - პარკუჭის ტრანსვენური ელექტროდის იმპლანტაცია

1100

20CAR

I30-I32 -/- მწვავე პერიკარდიტი/პერიკარდიუმის სხვა ავადმყოფობები/პერიკარდიტი, განვითარებული იმ ავადმყოფობათა დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში -/-  FESF10 - სუბტოტალური პერიკარდექტომია/ FESF20 - პერიკარდექტომია დეკორტიკაციასთან ერთად

3450

 

2. დეფიბრილატორების შესყიდვა:

ა) ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის შესყიდვა განმახორციელებლის მიერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;  

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონელი მიმწოდებელს გადაეცემა უსასყიდლოდ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ნუსხა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით;

 დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მ. შ. ლოჯისტიკის) 2020 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3,500.0 ათას ლარს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია