დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6939-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040200010.05.001.020148 |
6939-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
040200010.05.001.020148
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6939-რს |
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
ბმულები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
უკუკავშირი
დოკუმენტის კომენტარები