საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6825-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019987
6825-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
020000000.05.001.019987
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 254. კანონიერი წარმომადგენლები

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვის უფლება, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო თვითონ არ შეუძლიათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე განახორციელონ თავიანთი უფლებები, აქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები, მხარდამჭერები, სპეციალური მოსარჩელე).“.

2. 2812  მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6825-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.