საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6725-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019930
6725-რს
02/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
020000000.05.001.019930
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 240-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:

„22. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ამ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს. თუ აღნიშნული ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ოქმი ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2020 წ.

N6725-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.