„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022115
401
02/07/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
470230000.10.003.022115
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №401

2020 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის  №368  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პირბადის ტარების წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს – ერთიანი ეროვნული გამოცდების, მაგისტრანტობის კანდიდატს – საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტს – სტუდენტთა საგრანტო კონკურსის,  აპლიკანტს – საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელი ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში საგამოცდო ტესტზე მუშაობის პროცესში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგამოცდო სივრცის გაგრილება ხდება კონდიციონერის გამოყენებით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.