„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6807-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.019974
6807-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
240000000.05.001.019974
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდებზე.“.

2. 51 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების მიზნით დაინტერესებული პირი წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

3. 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: 

„11. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების პარტნიორებზე (მათ შორის, კომანდიტებზე) ხმის უფლების გადანაწილების და ამ უფლებით სარგებლობის ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი.“.

4. 13მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ეს მუხლი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, მზღვეველებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, საინვესტიციო კომპანიებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

5. მე-14 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი სისტემის მონაწილე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციის წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიასა და იმავე კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე.“.

6. 14მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:  

„61. მარეგისტრირებელი ორგანო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

7. 14მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

8. 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს). „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით ეს უფლება შესაძლებელია აგრეთვე მიენიჭოთ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს).

5. თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის 144  მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები. ეს წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე (კომანდიტურ საზოგადოებაზე). საინვესტიციო კომპანიის კრედიტორების წინაშე არსებული კომპლემენტარის ვალდებულება, რომელიც მისი წევრობის შეწყვეტამდე წარმოიშვა, მიუხედავად წევრობის შეწყვეტისა, ძალაში რჩება.“.

9. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წილის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ ხელშეკრულების საფუძველზე შემძენს გადაეცემა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წილი.“.

10. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე, რომელიც იმავე კანონით განისაზღვრება.“.

11. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 პუნქტი:

„15. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციონერის მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“.

12. 532 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“.

13. 534 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“.

14. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებული საერთო კრების მოწვევის, საერთო კრებაზე მონაწილეობის, ხმის მიცემისა და საერთო კრების კომპეტენციის წესები ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე (სააქციო საზოგადოებებზე), თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

15. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდისა და ახალი აქციების გამოშვების წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6807-რს