დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6757-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.001.019958 |
|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) დაემატოს შემდეგი შინაარსის 493 მუხლი:
„მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისათვის სათანადო თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ქონების მმართველს უნდა მიმართოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.
მუხლი 2. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებითა და 21 აპრილის №2 ბრძანებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ მის მიმართ განსახორციელებელი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ თხოვნით ქონების მმართველს უნდა მიმართოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 ივლისი 2020 წ. N6757-რს |
დოკუმენტის კომენტარები