დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 60-87 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.101.016756 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587) და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი №1)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა); ბ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; გ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა (დანართი №1.11)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; დ) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი (დანართი №2)“-ის 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის: დ. ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთ ტერიტორია: ა) დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ „A“ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში; ბ) გარდა თემატურ რუკაზე მონიშნული „A” არეალისა, სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და შეთანხმებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შესაბამისად, აგრეთვე, დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა.“;
დ. ბ) „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ , „თ“ , „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ ბ) გარდა თემატურ რუკაზე მონიშნული „A“ არეალისა, სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული სამშენებლო ფუნქციური ზონირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისად, აგრეთვე, დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა. ე) გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე: ა) სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია სანიტარიული დაცვის ზონის გათვალისწინებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის შესაბამისად. აგრეთვე, დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა. ვ) ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე: ა) „A“ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვით; ბ) გარდა „A“ არეალისა, სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისად. აგრეთვე დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა. ზ) ორთაჭალის ბაღები: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობაჩამოყალიბებულ განაშენიანებაში არ იწვევს არსებით, საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს, სამშენებლო განვითარება დასაშვებია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად. თ) აკადემქალაქი: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ A არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად. ი) კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორია: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალებზე: ა) “B” არეალებზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშეც, დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეთანხმებული გზათა რეორგანიზების სქემის საფუძველზე, რომლითაც დაცული იქნება მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარების პოტენციალი; ბ) გარდა „B“ არელისა, სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფუნქციური ზონის, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად, აგრეთვე დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილების შეტანა. კ) ხილიანი- დოლიძის მიმდებარე ტერიტორია: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლოდ განვითარება: ა) „A1“ არეალში განვითარება დასაშვებია ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. ბ) „A“ არეალში სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისად, ტერიტორიაზე არსებული სახასიათო ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით; გ) გარდა „A1“ (ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის) და „A“ (განაშენიანების რეგულირების გეგმების) არეალებისა, სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებიის ფარგლებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები