არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7102-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.020188
7102-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 22/09/2020
360050000.05.001.020188
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:

ა) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა;

ბ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);

გ) შექმნას არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;

დ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში:

ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;

ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;

გ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;

დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

მუხლი 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები

1. არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება არაგვის დაცული ლანდშაფტი.

3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი  ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

4. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:

ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;

ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;

გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;

დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;

ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.

მუხლი 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი

1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს.

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 99 802 ჰექტარი. არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

 

X

Y

X

Y

X

Y

X

Y

1

502479.9

4713145

79

502814.1

4695338

157

481856.7

4679133

235

484554.2

4710995

2

496865.9

4716794

80

502243.2

4695684

158

481592.1

4679752

236

484922

4711400

3

498084.4

4716241

81

501614.9

4695860

159

480982.1

4680057

237

485287.1

4711588

4

498668.9

4716565

82

501061.2

4695841

160

480612

4680286

238

485893

4712924

5

499295.5

4716325

83

500641.3

4695476

161

481071.5

4681129

239

486213.1

4713556

6

499980.2

4716232

84

500326.3

4694947

162

481287.1

4681786

240

486488.7

4713892

7

500652.4

4716273

85

500008.2

4694341

163

481430.1

4682465

241

486957

4714384

8

501233.8

4716159

86

499636.5

4693779

164

481602.6

4683120

242

487395.2

4714918

9

501639.8

4715443

87

499415.6

4693162

165

481184.7

4683676

243

487917.5

4715351

10

501573.1

4714992

88

499384

4692603

166

480793.2

4684243

244

488592.6

4715447

11

501897.3

4714397

89

500057.5

4692576

167

480978

4684916

245

489261.3

4715324

12

501942.2

4713941

90

500524

4692074

168

481005.2

4685606

246

489920.1

4715185

13

502476.7

4713580

91

501207.5

4691978

169

480991.6

4686453

247

490553.1

4714983

14

502606.6

4712752

92

501651

4691458

170

481448.1

4686720

248

491035.1

4715410

15

502614.7

4712095

93

501890.4

4690830

171

481990.5

4687343

249

491666.5

4715647

16

502534.8

4711434

94

502282.9

4690474

172

481558.4

4687746

250

492339.6

4715708

17

502375.4

4710977

95

502867.8

4690516

173

481856.2

4688408

251

493641.2

4716302

18

503091.1

4710579

96

503400.7

4690229

174

481350.5

4688585

252

493479.3

4715792

19

503568.6

4710412

97

502774.5

4690336

175

480968.2

4689166

253

493992

4716812

20

503839.3

4709554

98

502439.3

4689722

176

480639.9

4689564

254

496162.6

4716522

21

504259.8

4708989

99

502202.3

4689076

177

479811

4689762

255

495072.1

4716619

22

504462.6

4708511

100

501748.4

4688543

178

479251.9

4690143

256

495753.2

4716651

23

504576.4

4707854

101

501236.3

4688089

179

478580.5

4690301

257

496225.7

4716709

24

504608.7

4707237

102

500839.6

4687555

180

477910.1

4690457

258

489415.6

4711878

25

504447

4706381

103

500334.8

4687204

181

477332.4

4690827

259

489518.8

4711756

26

504629.4

4706017

104

500264.4

4686515

182

477081.4

4691465

260

488796.1

4711832

27

505039.9

4705572

105

499935.6

4685978

183

477100.2

4692150

261

488937.7

4711457

28

505633

4705281

106

499469.4

4685458

184

476851.3

4692796

262

489374.7

4711133

29

506271

4705451

107

499114.4

4684859

185

476625.5

4693458

263

489979.9

4710840

30

506732.7

4705344

108

498698.6

4684317

186

476466.1

4693831

264

490587.3

4710544

31

507240.2

4704926

109

498351.9

4683712

187

476752

4694319

265

491108.9

4710284

32

507812.2

4704917

110

498159.3

4683044

188

476314

4695320

266

490911.8

4710637

33

508455.8

4704822

111

497877.3

4682405

189

476006.8

4695946

267

490474.2

4711133

34

509087.6

4704732

112

497585.5

4681779

190

475564

4696455

268

489883.6

4711467

35

509173.9

4703996

113

496982.6

4681451

191

474656.3

4696831

269

489262.1

4711742

36

509498.5

4703520

114

496311.6

4681447

192

474688.5

4697221

270

504702.9

4707561

37

509949.7

4703155

115

495641.2

4681647

193

474548.4

4697899

271

506591.3

4705610

38

510583.7

4703080

116

495221.4

4682186

194

474675.9

4698581

272

507382.9

4704832

39

511235.8

4702937

117

494702.4

4681899

195

474545.2

4699262

273

507580.9

4704987

40

511629.8

4702533

118

494740.5

4681203

196

473961.1

4699635

274

505880.2

4705259

41

511763.8

4701924

119

494429.2

4680590

197

473408.9

4700051

275

511433.8

4702971

42

511811

4701264

120

494085.4

4680003

198

472796.6

4700365

276

511817.8

4702265

43

512241.3

4700979

121

493699.8

4679427

199

472276.3

4700831

277

511855.7

4700972

44

512834.1

4700698

122

493363.3

4678838

200

471958

4701445

278

513131.6

4700735

45

513347.4

4700426

123

493082.5

4678232

201

471495.8

4701969

279

509708

4703200

46

513888.4

4700265

124

492812.5

4677591

202

471124.4

4702560

280

509296.3

4703552

47

514504

4700502

125

492490.7

4676991

203

470601.4

4703023

281

513628.8

4700153

48

515179

4700456

126

492100.9

4676413

204

470432.2

4703678

282

512047.1

4700933

49

515386.5

4699836

127

491702.5

4675866

205

470540.6

4704369

283

512478

4700890

50

515484.7

4699187

128

491231.2

4675371

206

470868.7

4704950

284

511007.2

4702895

51

516137.6

4699018

129

490660.4

4674976

207

471180.5

4705545

285

516324.6

4698807

52

516112.8

4698483

130

489980.9

4674811

208

471323.6

4706199

286

516062.3

4697361

53

516014.5

4697839

131

489454.4

4674366

209

471653.5

4706783

287

516051

4697653

54

515924.3

4697358

132

488991.1

4673849

210

472178.9

4707204

288

516110.3

4698194

55

515269.9

4697346

133

488903

4673160

211

472724.9

4707531

289

514174.7

4695658

56

514680.8

4697102

134

488809

4672477

212

472921.6

4707989

290

514146.1

4696243

57

514363.8

4696521

135

488832.3

4671693

213

473491.7

4707390

291

514488.1

4696822

58

514177.6

4695939

136

488444.2

4672148

214

474025.4

4706997

292

513621.2

4695055

59

513867.5

4695399

137

487823.9

4672446

215

474640.1

4706841

293

509687.8

4695058

60

513405.6

4694893

138

487260

4672806

216

475313.3

4706880

294

499221.1

4692736

61

512913

4694421

139

486924.4

4673420

217

475818.1

4706031

295

502549.2

4690593

62

512285.1

4694159

140

486477.6

4673943

218

475851.7

4706355

296

501326.5

4696031

63

511655.2

4694286

141

485859

4673790

219

476325.5

4706785

297

500941.1

4695666

64

511090

4694493

142

485559

4673170

220

476681.9

4707382

298

488607.6

4711768

65

510456.2

4694610

143

485303.7

4672527

221

477079.7

4707957

299

489280.3

4711114

66

509959.6

4694988

144

484873.5

4672065

222

477397.4

4708455

300

491277.4

4710326

67

509338.2

4694943

145

484427.5

4672587

223

478398.2

4707938

301

490979.6

4710631

68

508716.6

4695188

146

483924.2

4673059

224

478605.9

4708119

302

490528.9

4710975

69

508108.3

4695432

147

483502.6

4673616

225

479289.2

4708092

303

489671.4

4710988

70

507544.1

4695536

148

483099.5

4674186

226

479940.6

4708118

304

489180.6

4711819

71

506914.7

4695753

149

482521.9

4674575

227

480559.8

4708253

305

489495.9

4711706

72

506320.5

4695878

150

481933.5

4674992

228

481116.8

4708630

306

489268.5

4711880

73

505824.2

4695645

151

481433.3

4675217

229

481916.3

4709178

307

489532.9

4711828

74

505352.4

4695398

152

481667.9

4675958

230

482309.1

4709134

308

489018.2

4711817

75

504826.5

4695365

153

482050.6

4676517

231

483046.1

4709720

309

490278.8

4711282

76

504287.5

4695713

154

482236.4

4677192

232

483033.8

4710122

310

490496.8

4710637

77

503768.2

4695858

155

482255

4677887

233

483196.9

4710527

311

490937.9

4710222

78

503342.2

4695628

156

482230.4

4678563

234

484056.5

4710890

     

მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

1. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად. 

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

მუხლი 6. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

1. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. არაგვის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი.

7. სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია:

ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება;

გ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;

დ) არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება;

ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება;

ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება;

ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა;

თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა;

კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა;

ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

მუხლი 7. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

ეს კანონი არ ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:

ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე);

ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;

გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;

დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მუხლი 8. გარდამავალი დებულება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს.

მუხლი 9. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7102-Iს