2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.022237
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
518
21/08/2020
ვებგვერდი, 21/08/2020
430020000.10.003.022237
2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/08/2020 - 28/01/2021)

 
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №518

2020 წლის 21 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:

1. 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1,964,250 ლარის ოდენობით.

2. 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების  მიხედვით:

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)

ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1900

სპორტი

1850

ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი  ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

მუსიკა

2150

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2200.

 

3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია