„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 350090000.18.011.016500
165/04
18/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
350090000.18.011.016500
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  165/04

2020 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)დეტალური ინფორმაცია ყველა განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ როგორც შიდა ჩანაწერებში, ისე პირველადი დოკუმენტების სახით. ტრანზაქციის შესახებ საბროკერო კომპანიის შიდა ჩანაწერები უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) ტრანზაქციის (გარიგების) სახეს, ფორმასა და საფუძველს;

ბ.ბ) ტრანზაქციის (გარიგების) საგანს (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);

ბ.გ) ტრანზაქციის (გარიგების) შესრულების თარიღსა და დროს;

ბ.დ) ტრანზაქციის (გარიგების) ვალუტას, ფასსა და მოცულობას;

ბ.ე) შესრულებული გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას (ან სახელი და გვარი), მისამართს (იურიდიული, ფაქტობრივი), რეგისტრაციის თარიღსა და ნომერს (გარიგების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ბ.ვ) ტრანზაქციაში მონაწილე კლიენტ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ტრანზაქციის მონაწილე ყველა პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე