„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139-უ.ს.შ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 22/09/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016093
139-უ.ს.შ.ს.
22/09/2020
ვებგვერდი, 22/09/2020
010240020.30.056.016093
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“.

2. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი ან/და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში).“.

  3. 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.“.

        4. 66-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, უსკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.“.

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა უსკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია და საჯარო ვერსია) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას;“;

გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.“. 

5. 763 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 764 მუხლი:

„მუხლი 764. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება და აღნიშნულ არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესი

1. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ამ კანონით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

2. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება უსკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და   ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც   იგი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

3. უსკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას და უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით  განსაზღვრული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

4. უსკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

22 სექტემბერი 2020 წ.

N139-უ.ს.შ.ს.