„ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017078
150
22/10/2020
ვებგვერდი, 23/10/2020
140130000.22.034.017078
„ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №150

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №126 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2020, 140130000.22.034.017055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
 
„181. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურის შეწყვეტა
1. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურის შეწყვეტის თაობაზე, თუ შემაკავებელი ორდერის ოქმით გათვალისწინებულ ქულათა რაოდენობა საკმარისია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ:
ა) მოძალადე დააკავეს;
ბ) მოძალადეს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა;
გ) მიღებულია გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დაკავების/დაპატიმრების დაუყოვნებლივ გამოყენებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი ადგენს ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურის შეწყვეტის ოქმს (დანართი 5).“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური