დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1940 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025863 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1940
2020 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოეყოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის რესურსი;
დ) დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური რესურსის სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გადარიცხვა, პროგრამული კოდით 24 07 03 („ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“) გათვალისწინებული სახსრებიდან.“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიღებული შემოსავალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და მიღებული სახსრები ასახულ იქნეს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები