დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/2020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016521 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 20/10/2020, 010190020.15.008.016517) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცესკოს მდივანს 2020 წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და საარჩევნო სუბიექტებმა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა უნდა წარუდგინონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნების სპეცჯგუფებში დამკვირვებლის/წარმომადგენლის დანიშვნის/აკრედიტაციის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №138, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: observation@cec.gov.ge. ელექტრონული ფოსტის მისამართზე განცხადება და შესაბამისი თანდართული საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტების სკანირებული ვერსიების სახით.“. 3. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”), 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 2020 წლის 27 ოქტომბერს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის მიზნით.“. 4. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. გარდამავალი დებულება უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე შექმნილ საარჩევნო უბნებში არ დაუნიშნავთ სპეცჯგუფის წევრები, უფლება აქვთ 2020 წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ამ საარჩევნო უბნებში დანიშნონ სპეცჯგუფის წევრები.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები