„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 654
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022374
654
30/10/2020
ვებგვერდი, 30/10/2020
280120000.10.003.022374
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №654

2020 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 280120000.10.003.021690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. დანართ 1.6-ის (დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:“; 

ბ) მე-7 პუნქტის  „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) დანართ 1.6.5.-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 6 წლამდე ასაკის ბავშვები;“.

2. დანართ 1.6.5-ში (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) შესაბამისი საჭიროების მქონე:

გ.ა)  6 წლამდე ასაკის ბავშვები;

გ.ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციის საჭიროება.“;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7. პროგრამის მართვის დამატებითი პირობები

1. ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად განისაზღვროს 2 წელი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

2. წინა წლებში (2014 – 2019) შესაბამისი „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში გადაცემული კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად, თუ გადაცემიდან გასულია 2 წელი, განისაზღვროს არა უგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა.

3. თუ კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციარი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს იმპლანტს (არ ჩაიტარებს კოხლეარულ იმპლანტაციას), ბენეფიციარის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად და კოხლეარული იმპლანტი უბრუნდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (მათ შორის, როგორც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს), ხოლო მისი  განაწილება განხორციელდება საერთო წესით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს 2021 წლის 1 აპრილამდე წერილობით დაუდასტურებენ ნებაყოფლობით მოთხოვნას მათზე უკვე განაწილებული კოხლეარული იმპლანტის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ნებაყოფლობით დააბრუნებენ საქონელს, ექვემდებარებიან ამავე ქვეპროგრამის პრიორიტეტულ ბენეფიციარად განსაზღვრას, საერთო წესით მომართვის შემთხვევაში, დანართის 1.6 (დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებული მოსალოდნელი ღონისძიებების თაობაზე, უზრუნველყოს ბენეფიციარების სათანადო ინფორმირება დადგენილი წესით.“.

3. დანართ 1.13-ის (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა):

ა) მე-2 მუხლში:

ა.ა)  „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას და, ამასთანავე, ამავე გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ  თვეში არა უმეტეს  44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში შედის:“;

ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის  ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად  მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას;

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში;

ე)  ამ მუხლის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ხელშკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელსაც  აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.“;

ბ) მე-4 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს სამუშაო დღეებში საათში 8 ლარს (არა უმეტეს დღეში 12 საათისა), ხოლო არასამუშაო დღეებში – საათში 9 ლარს (არა უმეტეს დღეში 10 საათისა).  მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი  ანგარიშის შესაბამისად.

62. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსულტანტის  მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს  მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს,  ფინანსდება საათში 100 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია