„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016526
54/2020
13/11/2020
ვებგვერდი, 14/11/2020
010190020.15.008.016526
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №54/2020

2020 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 20/10/2020, 010190020.15.008.016517) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ცესკო საჭიროებისამებრ ადგენს ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ერთ ან რამდენიმე სიას.”.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული თითოეული ორგანიზაციის მიერ დანიშნული წარმომადგენლები (საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციის მიერ ერთ წარმომადგენელზე მეტის დანიშვნის შემთხვევაში) ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ ამ ორგანიზაციიდან 1 წარმომადგენელს (საერთაშორისო დამკვირვებლის შემთხვევაში თარჯიმანთან ერთად), რომელსაც უფლება აქვს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო უბანში საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით პერიოდში.”;

ბ) მე-14 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);”.

3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული თითოეული ორგანიზაციის მიერ დანიშნული წარმომადგენლები (საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციის მიერ ერთ წარმომადგენელზე მეტის არსებობის შემთხვევაში) ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ ამ ორგანიზაციიდან 1 წარმომადგენელს (საერთაშორისო დამკვირვებლის შემთხვევაში თარჯიმანთან ერთად), რომელიც დააკვირდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურას ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, თუ კი საარჩევნო უბანში იმავდროულად არ იმყოფება ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით შერჩეული წარმომადგენელი.”.

4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. გადაწყვეტილებების გასაჩივრება

სპეცჯგუფის/სპეცჯგუფის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები საჩივრდება  საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში.”.

5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

„მუხლი 102. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საჭირო ვადები და ღონისძიებები

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ამომრჩევლების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 761  მუხლით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა, ამავე პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, ცესკოს უნდა გადასცენ 2020 წლის 15, 16 და 17 ნოემბერს (განახლებებისა და ცვლილებების გათვალისწინებით).

3. ცესკოს უფლება აქვს, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებიდან, ამავე პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მიიღოს მოთხოვნიდან 1 დღის ვადაში.

4. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”), 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2020 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

5. ცესკო არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას.

6. ამ დადგენილების მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულების მიერ ცესკოსათვის გადმოცემულ სიაში შეყვანილი, ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” და „ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრული, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.

7. სპეცჯგუფის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეცჯგუფის წევრი (წევრები).

8. თუ მეორე ტურის დღეს აღმოჩნდება, რომ არსებული სპეცჯგუფის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, შესაბამისი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით არსებულ შემადგენლობას ამატებს სპეცჯგუფის იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას.

9. უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით დადგენილი წესით, 2020 წლის 19 ნოემბრის 18 საათამდე დანიშნონ ან/და შეცვალონ სპეცჯგუფის წევრი/წევრები.

10. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ცესკოს მდივანს 2020 წლის 17 ნოემბრის 18:00 საათამდე, ამ დადგენილებით დადგენილი წესით წარუდგინონ დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ახალი/დამატებითი სიები რეგისტრაციისთვის/აკრედიტაციისთვის.

11. მეორე ტურისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრების გამოსავლენად ახალი წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში პირველი ტურისთვის წილისყრით გამოვლენილ სპეცჯგუფის წევრებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

12. მეორე ტურის დღეს თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, სპეცჯგუფის სხვა წევრისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრის/წევრებისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს სპეცჯგუფის თავმჯდომარე.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი