„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017398
280
20/11/2020
ვებგვერდი, 24/11/2020
230210000.22.033.017398
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №280

2020 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-3 მუხლის:

პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, ამავე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით წარმოდგენილი დათქმების გათვალისწინებით;“;

მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-11 პუნქტები:

„7. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების შემთხვევაში, პირს შეუძლია წარადგინოს საერთო გარანტია/გარანტიები განუსაზღვრელი ვადითა და რაოდენობით.

8. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების თარიღიდან ყოველი 12 თვის გასვლის შემდეგ, საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგს, რომლის შედეგად, თუ დადგინდა, რომ:

ა) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, საბაჟო ორგანო პირს უუქმებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას;

ბ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საბაჟო ორგანო საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას შეუჩერებს 1 წლის ვადით. ამასთან, თუ ამ ვადის განმავლობაში უფლებაშეჩერებული პირის მხრიდან:

ბ.ა) აღარ ექნება ადგილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევას, საბაჟო ორგანო, პირის მიმართვის საფუძველზე, მას აღუდგენს საერთო გარანტიის წარდგენის შეჩერებულ უფლებას;

ბ.ბ) ადგილი ექნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ან პირი არ მოითხოვს შეჩერებული უფლების აღდგენას, საბაჟო ორგანო პირს უუქმებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას;

გ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საბაჟო ორგანო პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადას და ამავე ვადით შეუჩერებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას. ამასთან, ამ ვადის განმავლობაში, უფლებაშეჩერებული პირის მიერ:

გ.ა) ნაკლოვანების აღმოფხვრის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო პირის მიმართვის საფუძველზე, მას აღუდგენს საერთო გარანტიის წარდგენის შეჩერებულ უფლებას;

გ.ბ) ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ან თუ პირი არ მოითხოვს შეჩერებული უფლების აღდგენას, საბაჟო ორგანო პირს უუქმებს საერთო გარანტიის წარდგენის უფლებას.

9. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების შეჩერების შემთხვევაში – მის აღდგენამდე, ხოლო ამ უფლების გაუქმების შემთხვევაში – ხელახლა მინიჭებამდე, პირს ეკრძალება ახალი საერთო გარანტიის წარდგენა ან/და წარდგენილი საერთო გარანტიის გამოყენება ახალ ოპერაციაზე, ახალ საბაჟო დეკლარაციაზე ან ახალ საბაჟო პროცედურაზე.

10. აკრძალულია საერთო გარანტიის წარდგენის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ამ უფლების მფლობელის საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.

11. საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭება, შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი