„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016388
23
25/11/2020
ვებგვერდი, 27/11/2020
010250020.35.130.016388
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №23

2020 წლის 25 ნოემბერი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჩხერის მუნიციპალიტეტში დასახლებების-,,იტავაზისა“ და ,,დურევის“ შექმნისა და მათთვის სოფლის კატეგორიის მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის №1715 განკარგულების შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 29/10/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016119) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
,,5. ,,არგვეთის“ ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში შემავალი ტერიტორია ემთხვევა სოფლების: არგვეთი, სავანე, მახათაური, იცქისი, შალაური, ბახიოთი, იტავაზა, დურევი, ცხამი ტერიტორიებს“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი