2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 04/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 14/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016067
2
04/12/2020
ვებგვერდი, 07/12/2020
220090000.11.004.016067
2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება 2

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
2020 წლის 14 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2020“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით.

 

მუხლი 2
2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 14 დეკემბრიდან.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე