დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 732 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022472 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
732
04/12/2020
ვებგვერდი, 15/12/2020
300160070.10.003.022472
ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (15/12/2020 - 22/04/2021)
|
ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 5 თებერვლის №5706-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი).
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა კლასის შენობა-ნაგებობაზე, გარდა:
ა) ინდივიდუალური ერთ ან ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებელი სახლებისა და მათი დამხმარე ნაგებობების, ასევე მათთან დაკავშირებული ადგილებისა და საშუალებებისა; ბ) II, III, IV, V კლასის აშენებული და მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა.
|
მუხლი 3 |
აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან იმ ვადებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მისაწვდომობის ეროვნული გეგმით.
|
მუხლი 4 |
თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნის სრულად უზრუნველყოფა ტექნიკურად შეუძლებელია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების „მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებთან“ შესაბამისობისათვის, ამ შემთხვევაში მისაწვდომობა მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში.
|
მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება.
|
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მარტიდან.
|
|
2.
23/07/2021 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
369 -
ვებგვერდი, 23/07/2021
1.
22/04/2021 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
183 -
ვებგვერდი, 23/04/2021
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 23/07/2021
გამოქ. თარიღი : 23/07/2021
დოკუმენტის ნომერი : 369
„ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1
მიღების თარიღი : 22/04/2021
გამოქ. თარიღი : 23/04/2021
დოკუმენტის ნომერი : 183
„ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დანართები
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
ბმულები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
უკუკავშირი
დოკუმენტის კომენტარები