„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016213
208
22/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
310150000.54.066.016213
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №208

2020 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ჰ 37“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ37) შეგირდი – ეკიპაჟის წევრი, რომელიც სხ-ზე ინსტრუქტორის ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ზედამხედველობით გადის საფრენოსნო წვრთნას ან მწყობრში შესვლის პროგრამას, აგრეთვე უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან – უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმებას;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ49“ – „ჰ51“ ქვეპუნქტები:

 „ჰ49)  ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი მეორე პილოტი – პილოტი,  მრავალპილოტიანი სხ-ის ექსპლუატაციის,  ჩაანაცვლებს მეორე პილოტს მისი მოვალეობების შესრულებისას ფრენის კრეისერულ ეტაპზე, ფრენის ეშელონ 200-ზე მაღლა (FL200);

50) კომპეტენციის შეფასება – ინსტრუქტორის ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის/ავტორიზაციის პირველად მოპოვების, გაგრძელების ან განახლების მიზნით  უნარების, ცოდნის და დამოკიდებულების დემონსტრირება;

51) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედება (MCC) - ნიშნავს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების გუნდური თანამშრომლობით ფუნქციონირებას, რომელსაც ხელმძღვანელობს სხ-ის მეთაური.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის წესი“

ბ) მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  სერტიფიცირებულ სდ-ში  ან  სხვა ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების  მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში შესაბამისი ავიასპეციალისტის პირველადი მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისა და ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავიასპეციალისტებისა;

შენიშვნა: სააგენტო ამოწმებს  სხვა ქვეყნის სდ-ის უფლებამოსილებას შესაბამისი კურსის განხორცილების თაობაზე უფლებამოსილ საავიაციო ხელისუფლებასთან, მისგან დადასტურების მიღების მიზნით. აღნიშნული დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.“;

გ) „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ1“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ა.დ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  აკრედიტირებულ, სერტიფიცირებულ ან აღიარებულ  სდ-ში საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პირველადი მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელმა პირმა, ამ წესების შესაბამისად მოწმობის მოპოვების მიზნით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ე.ა)  სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ბორტინჟინრის მოწმობა, სათანადო ოსტატობის ჩანაწერით, რომლის შესაბამისობა ამ წესის მე-10 და 23-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან მოწმდება სააგენტოს მიერ, აგრეთვე დგინდება მისი ნამდვილობა (ავთენტურობა) მოწმობის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან ამ წესის №15 დანართის შესაბამისად;

ე.ბ) პირველადი განათლების, სხ-ის ტიპზე გადამზადების წარმატებით დასრულებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე.გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები ამ წესის №3 დანართის შესაბამისად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებიდან შემდეგ საგნებში:

ე.გ.ა) საჰაერო სამართალი;

ე.გ.ბ) საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები);

ე.გ.გ) საფრენოსნო მახასიათებლები;

ე.გ.დ) საექსპლუატაციო წესები;

ვ) სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული პილოტის მოწმობის მფლობელმა პირმა, ამ წესების შესაბამისად მოწმობის მოპოვების მიზნით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ვ.ა)  სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული პილოტის მოწმობა, სათანადო ოსტატობის ჩანაწერით, რომლის შესაბამისობა ამ წესის მე-10, მე-18 და მე-19 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან მოწმდება სააგენტოს მიერ, აგრეთვე დგინდება მისი ნამდვილობა (ავთენტურობა) მოწმობის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან ამ წესის №15 დანართის შესაბამისად;

ვ.ბ) პირველადი განათლების, სხ-ის ტიპზე გადამზადების წარმატებით დასრულებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ.გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები ამ წესის №3 დანართის შესაბამისად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებიდან.“;

ე) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის შუამდგომლობა, კომერციული ფრენების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში (დანართი №2)“.

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმება ან საფრენოსნო წვრთნა ხორციელდება საჰაერო ხომალდზე ოსტატობის აღდგენის/მოპოვების მიზნით, პილოტი შეიძლება არ ფლობდეს მოქმედ ოსტატობას, მაგრამ იგი უნდა ფლობდეს მოქმედ საფრენოსნო მოწმობას და შეგირდის უფლებამოსილებას შესაბამის სხ-ზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. სააგენტო ანიჭებს შეგირდის დაშვებას ეკიპაჟის წევრს მის მიერ გადამზადების/წინასწარი მომზადების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. საფრენოსნო შემოწმების დროს ბორტგამყოლი უნდა ფლობდეს მოქმედ მოწმობას და მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს.

4. კომერციული გადაყვანა-გადაზიდვისას თვითმფრინავის, შვეულმფრენის, ვსხ-ის, დირიჟაბლის, პლანერის პილოტი საფრენად არ დაიშვება, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში შესაბამისი ოსტატობის ფარგლებში, ამავე  სახეობის სხ-ზე არ შეუსრულებია:

ა) სამი აფრენა და სამი დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში;

ბ) ბოლობორბლიან თვითმფრინავზე – სამი აფრენა და სამი დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში, თვითმფრინავის სრულ შეჩერებამდე.

შენიშვნა: პილოტ-შეგირდისათვის 90-დღიანი ვადა, ავიაკომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება 120 დღემდე გახანგრძლივდეს, თუ იგი გადის მწყობრში შეყვანის პროგრამას და დაფრინავს ინსტრუქტორთან ან უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად.“

დ) მე-8-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ პილოტი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საფრენად დაიშვება, თუ გაივლის საფრენოსნო მომზადებას სხ-ზე  ან სხ-ის შესაბამის სრულპილოტაჟიან საწაფზე, რაც უნდა მოიცავდეს სამ აფრენა-დაფრენას.

9. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის  ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გავიდა 90 დღიდან ერთ წლამდე დრო, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს:

ა) წინასწარი მომზადება;

ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ ორი სექციის და სხ-ზე არანაკლებ ორი მარშრუტის სექტორის ოდენობით ან, საწაფის არარსებობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდზე არანაკლებ სამი აფრენა-დაფრენა აეროდრომის პირობებში და  მომზადება ორი მარშრუტის სექტორის ოდენობით.

10. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის  ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გავიდა ერთიდან სამ წლამდე დრო, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს:

ა) წინასწარი მომზადება;

ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ სამი სექციის და საჰაერო ხომალდზე არანაკლებ ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით ან, საწაფის არარსებობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდზე არანაკლებ სამი აფრენა-დაფრენა აეროდრომის პირობებში და   ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით.

11. თუ  საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ოსტატობის ვადის ამოწურვიდან გავიდა 3 წელზე მეტი, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს  გადასწავლების სრული კურსი სდ-ში.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. თუ ბორტგამყოლს უკანასკნელი 60 თვის მანძილზე არ განუხორციელებია სხ-ის კონკრეტულ ტიპზე  მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს  პირველადი სწავლების კურსი სდ-ში და მასზე უნდა გაიცეს ბორტგამყოლის მოწმობა ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, რომელიც ახორციელებს პილოტის და პილოტ-კურსანტის მომზადებას ან/და შემოწმებას საჰაერო ხომალდზე, უნდა ფლობდეს მოქმედ პილოტის მოწმობას, მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და პილოტ-ინსტრუქტორის და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მოქმედ ოსტატობას შესაბამისი სხ-ის კლასზე ან ტიპზე.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმფრინავზე, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5700 კგ-ს პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას გავლილი აქვს პილოტ-ინსტრუქტორის თეორიული მომზადების კურსი, ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი არანაკლებ 300 საათი, აქვს მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლება და უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში;“;

 

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „31-34“ პუნქტები:

„31. თვითმფრინავზე, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია  5700 კგ-ზე პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას გავლილი აქვს პილოტ-ინსტრუქტორის თეორიული მომზადების კურსი, ამ ტიპზე ან კლასზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი არანაკლებ 50 საათი, აქვს მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლება და უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში;

32. იმ შემთხვევაში, თუ პილოტი ფლობს პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობას თვითმფრინავის კლასზე, შესაძლებელია გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი იმავე კლასის სხვა თვითმფრინავზე, თუ მას ამ სხ-ზე მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს 15 საათი და ინსტრუქტორთან ერთად გავლილი აქვს ერთი საფრენოსნო მომზადება თვითმფრინავის მარჯვენა სავარძლიდან ( FCL.905.CRI.b)).

33. იმ შემთხვევაში, თუ პილოტი ფლობს თვითმფრინავის კლასზე პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობას, შესაძლებელია გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი სხვა კლასის თვითმფრინავზე, თუ მას ამ კლასის თვითმფრინავზე მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს სულ მცირე 30 საათი,  ინსტრუქტორთან ერთად გავლილი აქვს ერთი საფრენოსნო მომზადება თვითმფრინავის მარჯვენა სავარძლიდან და უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, FE, CRE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში.

34. თავისუფალი აეროსტატის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას გავლილი აქვს პილოტ-ინსტრუქტორის თეორიული მომზადების კურსი, ამ სხ-ზე მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს 75 საათი და შესაბამისი კვალიფიკაციის უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან გავლილი აქვს  შეფასება ინსტრუქტორის რანგში;“;

 

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მრავალპილოტიან მრავალძრავიან შვეულმფრენზე პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას გავლილი აქვს პილოტ-ინსტრუქტორის თეორიული მომზადების კურსი, ფლობს შესაბამის ტიპზე მოქმედ ოსტატობას, ფლობს მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლებას, უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში და მრავალპილოტიან შვეულმფრენზე მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს არანაკლებ  350 საათი, საიდანაც 150 საათი შესრულებული ექნება მოთხოვნილ ტიპზე.“;

 

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:

„41. ერთპილოტიან შეულმფრენზე პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას გავლილი აქვს პილოტ-ინსტრუქტორის თეორიული მომზადების კურსი, ფლობს შესაბამის ტიპზე მოქმედ ოსტატობას, ფლობს მარჯვენა სავარძლიდან ფრენის უფლებას, უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) გავლილი აქვს შესაბამისი შეფასება ინსტრუქტორის რანგში და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ერთპილოტიანი მრავალძრავიანი შვეულმფრენის შემთხვევაში – ნაფრენი აქვს 500 საათი შვეულმფრენის პილოტის რანგში, საიდანაც 100 საათი შესრულებული ექნება მეთაურის რანგში მოთხოვნილ ტიპზე;

ბ) ერთპილოტიანი ერთძრავიანი შვეულმფრენის  შემთხვევაში – ნაფრენი აქვს 250 საათი შვეულმფრენის  მეთაურის რანგში, საიდანაც 100 საათი შესრულებული ექნება მოთხოვნილ ტიპზე .“;

 

ვ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს სააგენტოს შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს  განცხადება ამ წესის №18 დანართის შესაბამისად. უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოსთან შეთანხმებული მომზადების პროგრამა/დეტალური კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ ან სერტიფიცირებულ სდ-ში, აგრეთვე გაცნობითი ხასიათის ინსტრუქტაჟი სააგენტოში;

ბ) ჰქონდეს 1500  საერთო ნაფრენი საათი,  მათ შორის, არანაკლებ 500 ნაფრენი საათი საჰაერო ხომალდის მეთაურის რანგში საჰაერო ხომალდის იმ სახეობაზე (თვითმფრინავი/შვეულმფრენი), რომელზეც ეძლევა შეფასების ჩატარების უფლებამოსილება;

გ) დამკვირვებლის რანგში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული მოქმედი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებულ არანაკლებ ორ შეფასებაში;

დ) უნდა ფლობდეს საჰაერო ხომალდის მეთაურის მოქმედ ოსტატობას და ბოლო 90 დღეში  შესრულებული ჰქონდეს მინიმუმ სამი აფრენა-დაფრენა;

ე) 5700 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის თვითმფრინავის ტიპის შემთხვევაში – ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს   არანაკლებ 200 სთ;

ვ) 5700 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის თვითმფრინავის კლასის შემთხვევაში – პილოტ-ინსტრუქტორად ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 სთ;

ზ) ერთპილოტიანი თვითმფრინავის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს საერთო ნაფრენი არანაკლებ 1000 საათი, საიდანაც პილოტ-ინსტრუქტორის რანგში შესრულებული აქვს 250 საათი;

თ) შვეულმფრენების შემთხვევაში:

თ.ა) 3175 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის შვეულმფრენების შემთხვევაში, გარდა ერთპილოტიანი შვეულმფრენებისა – ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 სთ ან 30 მარშრუტის სექტორი;

თ.ბ) 3175 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე შვეულმფრენების, აგრეთვე ერთპილოტიანი შვეულმფრენების შემთხვევაში – ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს 50 მარშრუტის სექტორი ან 25 საათი;

ი) თავისუფალი აეროსტატის შეთხვევაში – უნდა ჰქონდეს საერთო ნაფრენი 250 საათი, საიდანაც პილოტ-ინსტრუქტორის რანგში შესრულებული აქვს 50 საათი;

კ) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული შეფასება;“.

6. თუ  უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა-დ“ და „ვ-ი“ პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ იგი წარმატებით ვერ გაივლის სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებულ შემოწმებას, სააგენტო უარს იტყვის უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის მინიჭებაზე და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.“;

 

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო რესურსის (ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური) გამოყოფა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის  შესაფასებლად.“;

 

თ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი თვითმფრინავის  კლასზე  შესაძლებელია გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი თვითმფრინავის სხვა კლასზე, თუ მას ამ კლასის თვითმფრინავზე პილოტ-ინსტრუქტორის რანგში შესრულებული აქვს 20 საათი;“;

 

ი) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. უფროსი პილოტ-ინსტრუ­ქტორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ამ მუხლის მე-13 პუნქ­ტით განსაზღვრული უფლე­ბა­მოსილება, თუ ადგილი აქვს ინტე­­რესთა კონფლიქტს. ინტერე­ს­თა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა) თუ უფროსმა პილოტ-ინსტრუქტორმა ჩაატარა უნარების შემოწმება კანდიდატთან, რომელსაც პილოტის მოწმობის ან ოსტატობის მისაღებად უწევდა პრაქტიკულ მომზადებას 25%-ზე მეტი ოდენობით;

ბ) თუ განმეორებით ჩაატარა შეფასება იმ პილოტის, რომელმაც წარუმატებლად გაიარა წინა შეფასება ამავე უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან;

გ) სხვა გარემოებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით მიიჩნევა ინტერესთა კონფლიქტად და რომელ­მაც შეიძლება გავლენა მოახდი­ნოს უფროსი პილოტ-ინსტრუქ­ტორის მიერ ობიექტური გადაწ­ყვე­ტ­ი­ლების მიღებაზე“.

6. 25-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: ბორტგამყოლების სწავლების საკითხებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მასალა  მოცემულია  ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის № 1178/2011 რეგულაციის  Part-CC ნაწილის CC.TRA.220 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).“

 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ავიასაწარმო უფლებამოსილია უფროს ბორტგამყოლად დანიშნოს ბორტგამყოლის მოწმობის მფლობელი პირი, რომელსაც აქვს ბორტგამყოლად მუშაობის ერთი წლის  სტაჟი  და საერთო ნაფრენი სულ მცირე  200 სთ და აგრეთვე:

ა) გავლილი აქვს უფროსი ბორტგამყოლის მომზადება ავიასაწარმოში;

ბ) კონკრეტულ სხ-ის ტიპზე ნაფრენი აქვს სულ მცირე 100 სთ;

გ) შესრულებული აქვს სხ-ის ტიპზე ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ სულ მცირე 2 მარშრუტის სექტორი;

დ) გავლილი აქვს  სხ-ის ტიპზე ბორტგამყოლ-გამომცდელთან შემოწმება  სულ მცირე 2 მარშრუტის სექტორი;“.

7. 28-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ.ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ჟ) შესაბამისი სხ-ების ფრენის პრინციპები;“.

8. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას A კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) უმნიშვნელო გეგმურ ოპერატიულ ტექნიკურ მომსახურებაზე და მარტივი დეფექტების აღმოფხვრაზე, რომელსაც მოწმობის მფლობელი პირადად ასრულებს  ტექნიკური მომსახურების საწარმოში.

შენიშვნა: ოპერატიული ტექნიკური მომსახურება - ნიშნავს ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც სრულდება გაფრენამდე, იმის დასადგენად, რომ სხ არის მზად ფრენის შესასრულებლად. ის მოიცავს: გაუმართაობის პოვნას; დეფექტის/გაუმართაობის აღმოფხვრას; კომპონენტების გამოცვლას გარეშე მოწყობილობის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში (კომპონენტებში იგულისხმება სხ-ის ძალური დანადგარებიც და პროპელერებიც); გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას და/ან შემოწმებას, რომელიც მოიცავს ვიზუალურ ინსპექციებს აშკარა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის/შეუსაბამობების აღმოსაჩენად, მაგრამ არ საჭიროებს ფართო სიღრმისეულ ინსპექტირებას. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს სხ-ის შიდა სტრუქტურის, სისტემების და ძალური დანადგარის დათვალიერებას, რომელიც არის ხილვადი სწრაფად გახსნადი პანელების/ლუკების ქვეშ; უმნიშვნელო რემონტებს და დაყვანით სამუშაოებს, რომლებიც არ ითვალისწინებს დიდ დაშლით სამუშაოებს;

პერიოდული (საბაზო) ტექნიკური მომსახურება – ნიშნავს ნებისმიერ სხვა ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც არ შედის ოპერატიულ ტექნიკურ მომსახურებაში.“;

ბ) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას B1 კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) ტექნიკურ მომსახურებაზე და შეასრულოს სამუშაოები სხ-ის სტრუქტურაზე, ძალურ დანადგარზე, მექანიკურ და ელექტრულ სისტემებზე. მის უფლებამოსილებაში შედის აგრეთვე სხ-ის რადიოელექტრონული (ავიონიკის) სისტემების იმ აგრეგატების შეცვლაც, რომლების შემოწმებაც ხდება მარტივი ტესტებით. B1 კატეგორიის ოსტატობა ავტომატურად მოიცავს A კატეგორიის ოსტატობასაც.

შენიშვნა: სხ-ის ელექტრული სისტემა მოიცავს სხ-ის ელექტროდენის წყაროს და ელექტროდენის  გადაცემის სისტემებს სხ-ის მოწყობილობებთან/კომპონენტებთან და შესაბამის შემაერთებლებს;

სხ-ის რადიოელექტრონული (ავიონიკის) სისტემები მოიცავს სხ-ის იმ სისტემებს, რომლებიც ამუშავებს, ინახავს, გადასცემს და აჩვენებს დისპლეიებზე ან ინსტრუმენტებზე ანალოგურ და ციფრულ მონაცემებს და შედგება სისტემების კომპონენტების, გადაცემის სპეციალური ქსელის და შემაერთებლებისაგან. მაგალითად: ფრენის ავტომატური სისტემა,  კომუნიკაციის სისტემა, რადიოლოკაციის სისტემა, ნავიგაციის სიტემა, სხ-ის ინსტრუმენტების სისტემა, საინფორმაციო სისტემა, ტექნიკური მომსახურების კომპიუტერი, ფრენის დროს მგზავრების გართობის სისტემა. 

მარტივი ტესტი  ტესტი, რომელიც აღწერილია ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციებში და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: სხ-ის სისტემის გამართულობა მტკიცდება სხ-ის მართვის სისტემების, მოწყობილობების, ჩამრთველების, ცენტრალური ტექნიკური კომპიუტერის ან გარეშე შესამოწმებელი მოწყობილობის (რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ სწავლებას) გამოყენებით; ტესტის რეზულტატი გამოხატულია ზუსტი ინდიკაციით ან პარამეტრით (მაგალითად: მუშაობს-არ მუშაობს, ჩართულია-არ არის ჩართული და ა.შ); ტესტი არ უნდა მოიცავდეს ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში აღწერილ 10-ზე მეტ მოქმედებას (მასში არ შედის მოქმედებები სხ-ის ტესტისათვის მომზადებისა და ტესტის შემდეგ პირვანდელ კონფიგურაციაში დასაბრუნებლად). მართვის ორგანოს ან ჩამრთველის მოქმედებაში მოყვანა და რეზულტატის წაკითხვა/აღქმა ითვლება ერთ მოქმედებად.

გაუმართაობის პოვნა  ნიშნავს ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციებში აღწერილ იმ პროცედურებს და მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დეფექტის ან გაუმართაობის მიზეზის აღმოსაჩენად;

გ)  ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას B2 კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების (Certificate of release to service) სერტიფიკატი რადიოელექტრონული (ავიონიკის) სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე. B2 კატეგორიის ოსტატობა არ მოიცავს A კატეგორიის ოსტატობას.

შენიშვნა: B1 და B2 კატეგორიის ოსტატობის მფლობელ ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს უფლება არ აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) პერიოდულ (საბაზო) ტექნიკურ მომსახურებაზე მძიმე საჰაერო ხომალდებისათვის;

დ) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას C კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) პერიოდულ (საბაზო) ტექნიკურ მომსახურებაზე;

ე) ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია (ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შეზღუდვის გათვალისწინებით) დაადასტუროს მთლიანად სხ-ის ან მისი ნაწილების საექსპლუატაციო ვარგისობა, ძალური დანადგარის, დამხმარე აგრეგატის, ხელსაწყოს და/ან აღჭურვილობის ერთეულების სანქცირებული რემონტის, სახეცვლილების ან დამონტაჟების შემდეგ გასცეს მათი ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატში (Certificate of release to service) ექსპლუატაციის ნებართვა დათვალიერების, ოპერატიული და/ან პერიოდული მომსახურების შემდეგ;

ვ) მოწმობის მფლობელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სხ-ებზე ან მის ნაწილებზე და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებიც მოწმობაში მითითებულია ოსტატობის აღნიშვნის სახით, იმ პირობით, რომ:

ვ.ა) მოწმობის მფლობელი ფლობს ინფორმაციას იმ კონკრეტული სხ-ის ტექნიკურ მომსახურებასა და საფრენად ვარგისობაზე, რომლის ტმ-საც აწერს ხელს, ან იმ პლანერის, ძალური დანადგარის, სახომალდე სისტემის ან მისი ნაწილის თაობაზე, რომლის საექსპლუატაციო ვარგისობასაც იგი ადასტურებს;

ვ.ბ) უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში, სხ-ის ან მისი ნაწილის დათვალიერებას, მომსახურებას ან ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე.

9. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის:

 ა) „ა“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ბორტგამყოლის  მოწმობის აღიარების შემთხვევაში – ბორტგამყოლ-გამომცდელთან წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

10. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების კლასი და ტიპი

1. ამ წესის მიზნებისთვის, ქვემოთ მოყვანილი სხ-ები იყოფა ტიპებად:

ა) თვითმფრინავი, რომელიც სერტიფიცირებულია არანაკლებ ორი პილოტით საფრენად;

ბ) ერთპილოტიანი მაღალეფექტური მახასიათებლების მქონე არაკომპლექსური თვითმფრინავი;

გ) ერთპილოტიანი მაღალეფექტური მახასიათებლების მქონე კომპლექსური თვითმფრინავი;

დ) შვეულმფრენი;

ე) ვსხ.

2. თვითმფრინავები, რომლებიც სერტიფიცირებულია ერთი პილოტით საფრენად იყოფა კლასებად და მოიცავს:

ა.ა) თვითმფრინავებს, რომლებსაც გააჩნია ერთი დგუშიანი ძრავი (მოწმობაში აღინიშნება – SEP (Land/Sea);

ა.ბ) თვითმფრინავებს, რომლებსაც გააჩნია ორი დგუშიანი ძრავი (მოწმობაში აღინიშნება – MEP (Land/Sea).

12. 35-ე მუხლის 1-ლიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პილოტი და ბორტინჟინერი უფლებამოსილი არიან იფრინონ სხ-ის სამ ტიპზე ან/და კლასზე, მათი სახეობის მიუხედავად.

2. ნაოსანი უფლებამოსილია იფრინოს სხ-ის ოთხ ტიპზე, მათი სახეობის მიუხედავად.

3. პილოტი სხ-ის ერთზე მეტ ტიპზე საფრენად დაიშვება:

ა) თვითმფრინავის შემთხვევაში – თუ მისი საერთო ნაფრენი  თვითმფრინავზე შეადგენს არანაკლებ   700 საათს, საიდანაც თვითმფრინავის ტიპზე ნაფრენი ექნება არანაკლებ 500 საათისა;

ბ) შვეულმფრენის შემთხვევაში – თუ მისი საერთო ნაფრენი შეადგენს არანაკლებ 500 საათს, საიდანაც 300 საათი ნაფრენი ექნება შვეულმფრენზე.“.

13. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეორე პილოტის მწყობრში შეყვანა უნდა მოიცავდეს არანაკლებ:

ა) ტურბორეაქტიული თვითმფრინავებისათვის:

ა.ა) 136000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასით – 100 სთ-ს ან 40 სექტორს;

ა.ბ) 136000 კგ და მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასით – 200 სთ-ს და 40 სექტორს;

ბ) 5700 კგ-ზე ნაკლები წონის ან 19-ზე ნაკლები სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავებისათვის, გარდა ტურბორეაქტიული თვითმფრინავებისა – 40 სექტორს;

გ) შვეულმფრენზე – 50 სთ-ს.“.

14. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 37. საჰაერო ხომალდის კლასის/ტიპის ოსტატობის აღნიშვნა (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის

1. ერთპილოტიან თვითმფრინავზე კლასის/ტიპის ოსტატობის აღნიშვნის  პირველად მოპოვებისათვის პილოტს:

ა) ერთპილოტიანი მრავალძრავიანი თვითმფრინავისათვის: 

ა.ა) მეთაურის რანგში ნაფრენი  უნდა ჰქონდეს სულ მცირე 70 საათი;

ა.ბ) სასწავლო დაწესებულებაში გავლილი  უნდა ჰქონდეს სათანადო სასწავლო კურსი და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეორიული გამოცდები. აღნიშნული სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს:

ა.ბ.ა) თეორიულ მომზადებას – მრავალძრავიანი თვითმფრინავის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, სულ მცირე 7 საათის ოდენობით;

ა.ბ.ბ) საფრენოსნო მომზადებას ინსტრუქტორთან ერთად:

  • მრავალძრავიანი თვითმფრინავის სტანდარტულ პირობებში ექსპლუატაციასთან დაკავშირებით სულ მცირე 2 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობით; და
  • ძრავის მტყუნების პროცედურებსა და ასიმეტრიული ფრენის ტექნიკაში არანაკლებ 3 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობით.

ა.გ) გავლილი უნდა ჰქონდეს უნარების შემოწმება წინამდებარე წესის მე-4 ბ დანართის მოთხოვნების შესაბამისად, სათანადო კლასის ან ტიპის სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო უნარების გამოვლენის მიზნით. უნარების შემოწმება პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში და კლასის ოსტატობის მიღებაზე განაცხადის გაკეთებამდე 6 თვის ვადაში;

ბ) ერთპილოტიანი მაღალეფექტური მახასიათებლების მქონე არაკომპლექსური თვითმფრინავისათვის:

ბ.ა) საფრენოსნო მომზადების დაწყებამდე: 

ბ.ა.ა) საერთო ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ  200 საათისა, საიდანაც 70 საათი ნაფრენი აქვს მეთაურის რანგში;

ბ.ა.ბ) უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

ბ.ა.ბ.ა) ჰქონდეს დამატებითი თეორიული სასწავლო კურსის სასწავლო დაწესებულებაში  წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი; ან

ბ.ა.ბ.ბ) ჩაბარებული ჰქონდეს თვითმფრინავის ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად (ATPL(A)) საჭირო თეორიული გამოცდები ამ წესების №3 დანართის შესაბამისად;  ან

ბ.ა.ბ.გ) ფლობდეს თვითმფრინავის ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL(A)) ან კომერციული პილოტის მოწმობას თვითმფრინავზე სფწ ოსტატობით (CPL(A)/IR);

ბ.ბ) უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ერთპილოტიანი მაღალეფექტური მახასიათებლების მქონე კომპლექსური თვითმფრინავისათვის:

გ.ა) უნდა ჰქონდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნაფრენი საათები და უნდა აკმაყოფილებდეს  ამავე პუნქტის „ბ.ა.ბ“ მოთხოვნას;

გ.ბ) უნდა ჰქონდეს ან ჰქონოდა  ერთძრავიან ან მრავალძრავიან თვითმფრინავზე ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად გაცემული სფწ ოსტატობა (SE- or ME-IR(A));

გ.გ) გავლილი ჰქონდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით  გათვალისწინებული სასწავლო კურსი;

გ.დ) სდ-ში ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეორიული ცოდნის გამოცდები;

გ.ე) გავლილი უნდა ჰქონდეს უნარების შემოწმება წინამდებარე წესის მე-4 ა დანართის მოთხოვნების შესაბამისად, სათანადო  სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო უნარების გამოვლენის მიზნით. უნარების შემოწმება პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში და კლასის ან ტიპის ოსტატობის მიღებაზე განაცხადის გაკეთებამდე 6 თვის ვადაში;

დ) ამ პუნქტის შესაბამისი პირობების გარდა,  ერთპილოტიან თვითმფრინავზე მრავალპილოტიანი ექსპლუატაციის უფლებამოსილების მაძიებელი პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის დ) და ბ.ა.დ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

2. მრავალპილოტიან თვითმფრინავზე ტიპის ოსტატობის აღნიშვნის  პირველად მოპოვებისათვის  პილოტი:

ა) სასწავლო დაწესებულებაში სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსის გავლამდე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა.ა) მეთაურის რანგში ნაფრენი  უნდა ჰქონდეს სულ მცირე 70 საათი;

ა.ბ) უნდა ჰქონდეს ან ჰქონოდა მრავალძრავიან თვითმფრინავზე/შვეულმფრენზე ამ წესების მე-11 მუხლის შესა­ბა­მი­სად გაცემული სფწ ოსტატობა (ME-IR) ან გავლილი უნდა ჰქონდეს აღნიშნული სფწ მომზადების სასწავლო კურ­სი;

ა.გ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს თვითმფრინავის ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად (ATPL(A)) საჭირო თეორიული გამოცდები ამ წესების №3 დანართის შესაბამისად;

ა.დ) უნდა ფლობდეს თვითმფრინავის მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების (MCC) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხ-ის ტიპის ოსტატობის სასწავლო კურსი  კომბინირებულია  MCC სასწავლო კურსთან ან:

ა.დ.ა) უნდა ჰქონდეს შვეულმფრენის MCC-ის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი და მრავალპილოტიან შვეულმფრენზე პილოტის რანგში ნაფრენი  არანაკლებ 100 საათი; ან

ა.დ.ბ) მრავალპილოტიან შვეულმფრენზე პილოტის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 500 საათი;

ბ) სასწავლო დაწესებულებაში გავლილი  უნდა ჰქონდეს სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსი, რომელიც:

ბ.ა) მსმენელს უნდა აძლევდეს საშუალებას სათანადო ზედამხედველობის ქვეშ მოიპოვოს შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდისათვის და სხ-ის კომპლექსურობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

ბ.ა.ა) – ფრენის სტანდარტული პროცედურები და მანევრირება  ფრენის ყველა ეტაპზე;

ბ.ა.ბ) – არასტანდარტული და ავარიული პროცედურები და მანევრირება, სხ-ის აღჭურვილობის (ძრავის, სისტემების და კონსტრუქციის ) გაუმართაობის და მტყუნების შემთხვევაში; 

ბ.ა.გ) – საჭიროების შემთხვევაში, სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის პროცედურები, მათ შორის სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლის, მეორე წრეზე წასვლის და დაფრენის პროცედურები სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიული სიტუაციისას, ძრავის მტყუნების სიმულაციის ჩათვლით;

ბ.ა.დ) გავლილი  უნდა ჰქონდეს გაურკვეველ სივრცულ მდგომარეობაში მოხვედრის თავიდან აცილებისა და ამ მდგომარეობიდან გამოყვანის (UPRT) სასწავლო კურსი.

ბ.ა.ვ) პროცედურები ეკიპაჟის წევრების შრომისუნარიანობის დაკარგვისას (incapacitation) და მათი კოორდინირებისათვის, პილოტის ფუნქციების გადანაწილების ჩათვლით; ეკიპაჟის წევრების ურთიერთქმედების და შემოწმების კითხვარების გამოყენება;

ბ.ბ) უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ წვრთნას საწაფზე და, თუ არ არის გათვალისწინებული ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე მომზადება (ZFTT) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სხ-ზე საბაზო წვრთნას;

გ) სდ-ში ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეორიული ცოდნის გამოცდები (რასაც ადასტურებს კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი), რათა მოახდინოს შესაბამისი საჰაერო ხომალდის  ტიპის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო თეორიული ცოდნის სათანადო დონის დემონსტრირება;

დ) გავლილი უნდა ჰქონდეს უნარების შემოწმება წინამდებარე წესის მე-4 ა დანართის  შესაბამისად, სათანადო ტიპის სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო უნარების გამოვლენის მიზნით. უნარების შემოწმება პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში და ტიპის ოსტატობის მიღებაზე განაცხადის გაკეთებამდე 6 თვის ვადაში.

3. სააგენტო უფლებამოსილია მიანიჭოს განმცხადებელს მრავალპილოტიან თვითმფრინავზე ტიპის ოსტატობა შეზღუდული უფლებამოსილებით, რომელიც გულისხმობს, რომ პილოტი მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს მხოლოდ ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი მეორე პილოტის რანგში ფრენის ეშელონ 200-ზე მაღლა (FL200) (მოწმობაში აღინიშნება – Cruise relief  co-pilot), იმ პირობით, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ფლობდნენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ ტიპზე ოსტატობას.

4. გადასწავლების შემდეგ სხ-ის ტიპის ოსტატობა  გაიცემა შეზღუდვით (მოწმობაში აღინიშნება Co-pilot Trainee)  ამ წესის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მწყობრში შესვლის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შეს­რულებამდე, რომელიც ითვალისწინებს ფრენას უფლებამოსილი პილოტ-ინსტრუქტორის/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ. ზედამხედველობის ქვეშ ნაფრენი საათების შესახებ ინფორმაცია აისახება საფრენოსნო წიგნაკში ან ეკვივალენტურ დოკუმენტში და ხელმოწერით დასტურდება ინსტრუქტორის მიერ.

5. მრავალპილოტიან შვეულმფრენზე ტიპის ოსტატობის აღნიშვნის პირველად მოპოვებისათვის პილოტი:

ა) სასწავლო დაწესებულებაში სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსის გავლამდე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა.ა) მეთაურის რანგში შვეულმფრენზე ნაფრენი უნდა ჰქონდეს სულ მცირე 70 საათი;

ა.ბ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შვეულმფრენის ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად (ATPL(H) საჭირო თეორიული გამოცდები ამ წესების №3 დანართის შესაბამისად;

ა.გ) უნდა ფლობდეს შვეულმფრენის მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების  (MCC) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხ-ის ტიპის ოსტატობის სასწავლო კურსი  კომბინირებულია  MCC სასწავლო კურსთან ან:

ა.გ.ა) მრავალპილოტიან თვითმფრინავზე პილოტის რანგში ნაფრენი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 500 საათი; ან

ა.გ.ბ) მრავალპილოტიან და  მრვალძრავიან შვეულმფრენზე ნაფრენი ჰქონდეს არანაკლებ 500  საათი მრავალპილოტიანი შემადგენლობით;

ბ) სასწავლო დაწესებულებაში გავლილი  უნდა ჰქონდეს სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსი, რომელიც:

ბ.ა) მსმენელს უნდა აძლევდეს საშუალებას სათანადო ზედამხედველობის ქვეშ მოიპოვოს შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდისათვის და სხ-ის კომპლექსურობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

ბ.ა.ა) – ფრენის სტანდარტული პროცედურები და მანევრირება  ფრენის ყველა ეტაპზე;

ბ.ა.ბ) – არასტანდარტული და ავარიული პროცედურები და მანევრირება, სხ-ის აღჭურვილობის (ძრავის, სისტემების და კონსტრუქციის ) გაუმართაობის და მტყუნების შემთხვევაში; 

ბ.ა.გ) – საჭიროების შემთხვევაში, სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის პროცედურები, მათ შორის სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლის, მეორე წრეზე წასვლის და დაფრენის პროცედურები სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიული სიტუაციისას, ძრავის მტყუნების სიმულაციის ჩათვლით;

ბ.ა.დ) პროცედურები ეკიპაჟის წევრების შრომისუნარიანობის დაკარგვისას (incapacitation) და მათი კოორდინირებისათვის, პილოტის ფუნქციების გადანაწილების ჩათვლით; ეკიპაჟის წევრების ურთიერთქმედების და შემოწმების კითხვარების გამოყენება;

ბ.ბ) უნდა მოიცავდეს სათანადო პრაქტიკულ წვრთნას სხ-ზე ან/და საწაფზე;

გ) სდ-ში ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეორიული ცოდნის გამოცდები (რასაც ადასტურებს კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი), რათა მოახდინოს შესაბამისი საჰაერო ხომალდის  ტიპის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო თეორიული ცოდნის სათანადო დონის დემონსტრირება;

დ) გავლილი უნდა ჰქონდეს უნარების შემოწმება წინამდებარე წესის მე-4 გ დანართის  შესაბამისად, სათანადო ტიპის შვეულმფრენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო უნარების გამოვლენის მიზნით. უნარების შემოწმება პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში და ტიპის ოსტატობის მიღებაზე განაცხადის გაკეთებამდე 6 თვის ვადაში.

6. ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის (ვსხ) ტიპის ოსტატობის აღნიშვნის პირველად მოპოვებისათვის პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თვითმფრინავის პილოტი:

ა.ა) ფლობდეს CPL/IR(A)-სა და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის თეორიულ ცოდნას ან ATPL(A)-ს;

ა.ბ) ფლობდეს მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების (MCC)  სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატს;

ა.გ) ნაფრენი ჰქონდეს სულ მცირე 100 საათი მრავალპილოტიანი თვითმფრინავზე პილოტის რანგში;

ა.დ)გავლილი ჰქონდეს  საფრენოსნო მომზადება შვეულმფრენზე სულ მცირე 40 საათის ოდენობით;

ბ) შვეულმფრენის პილოტი:

ბ.ა) ფლობდეს CPL/IR(H)-სა და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის თეორიულ ცოდნას ან ATPL/IR(H)-ს;

ბ.ბ) ფლობდეს მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების (MCC) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატს;

ბ.გ) ნაფრენი ჰქონდეს სულ მცირე 100 საათი მრავალპილოტიან შვეულმფრენზე პილოტის რანგში;

ბ.დ) გავლილი ჰქონდეს  საფრენოსნო მომზადება თვითმფრინავზე სულ მცირე 40 სთ-ის ოდენობით;

გ) ვსხ-ს ტიპის ოსტატობის გაცემისათვის სასწავლო კურსის საფრენოსნო მომზადების ნაწილი უნდა შესრულდეს როგორც უშუალოდ საჰაერო ხომალდზე, ისე შესაბამისი კვალიფიკაციის საწაფზე (FSTD). 

7. ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე (თვითმფრინავები) მომზადების სასწავლო კურსი (ZFTT):

ა) პილოტმა შეიძლება გაიაროს, თუ:

ა.ა) 136000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის ტიპზე  მომზადების შემთხვევაში – წარმატებით აქვს გავლილი სხ-ის ტიპზე გადამზადების სასწავლო პროგრამა;

ა.ბ) 136000 კგ და მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის ტიპზე მომზადების შემთხვევაში:

ა.ბ.ა) წარმატებით აქვს გავლილი  სხ-ის ტიპზე გადამზადების სასწავლო პროგრამა;

ა.ბ.ბ) მრავალპილოტიან რეაქტიულ თვითმფრინავზე ან 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 19-ზე მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების კონფიგურაციის მქონე მრავალძრავიან ხრახნიან თვითმფრინავზე ნაფრენი აქვს 500 საათი ან  სხ-ის განცხადებულ/მოთხოვნილ ტიპზე ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი მეორე პილოტის რანგში ნაფრენი აქვს სულ მცირე100  საათი. 

ბ) სრულდება მეორე პილოტის მწყობრში შეყვანის პროგრამის დაწყებამდე და მოიცავს სხ-ის აფრენა/დაფრენასთან დაკავშირებით საწაფზე სპეციალურ წვრთნას.

შენიშვნა: ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის, Part-FCL ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC2 ORA.ATO.125).

8. მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსი (MCC) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თვითმფრინავებისათვის:

ა.ა) სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა.ა.ა) თეორიულ სწავლებასა და სავარჯიშოებს  25 საათის ოდენობით;

ა.ა.ბ) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების პრაქტიკულ მომზადებას 20 საათის ოდენობით ან 15 საათს იმ მსმენელი (სტუდენტი) პილოტისათვის, რომელიც გადის ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის ინტეგრირებულ კურსს;

ა.ბ) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსში გამოყენებული უნდა იქნას მინიმუმ მე-2 დონის საფრენოსნო და სანავიგაციო პროცედურების საწვრთნელი მოწყობილობა (FNPT II MCC) ან სრულპილოტაჟიანი საწაფი (FFS);

ა.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების სასწავლო კურსი კომბინირებულია სხ-ის ტიპზე პირველადი მომზადების კურსთან, მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების პრაქტიკული მოსამზადებელი კურსი შეიძლება შემცირდეს 10 საათამდე, თუ წვრთნა განხორციელდება ერთსა და იმავე სრულპილოტაჟიან საწაფზე (FFS);

ა.დ) მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების სასწავლო კურსი უნდა განხორციელდეს სასწავლო დაწესებულებაში და დასრულდეს 6 თვის პერიოდში; 

ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების სასწავლო კურსი არ არის კომბინირებული სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსთან, მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულზე (მსმენელზე) გაიცემა MCC სასწავლო კურსის დასრულების სერტიფიკატი;

ა.ვ) მსმენელი, რომელსაც გავლილი აქვს მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსი ნებისმიერი სხვა კატეგორიის სხ-ზე, გათავისუფლებული უნდა იქნეს ა.ა.ა) ქვეპუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნისაგან.

ბ) შვეულმფრენებისათვის:

ბ.ა) მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენისათვის (MCC/IR) სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ბ.ა.ა) თეორიულ სწავლებასა და სავარჯიშოებს  25 საათის ოდენობით;

ბ.ა.ბ) MCC პრაქტიკული სწავლების 20 საათს ან 15 საათს იმ პილოტ-კურსანტების შემთხვევაში, რომლებიც გადიან ATP(H)/IR თეორიულ კურსს;

ბ.ა.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების  სასწავლო კურსი კომბინირებულია მრავალპილოტიანი შვეულმფრენის ტიპზე პირველადი მომზადების კურსთან, მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების პრაქტიკული მოსამზადებელი კურსი შეიძლება შემცირდეს 10 საათამდე, თუ წვრთნა განხორციელდება ერთსა და იმავე საწაფზე (FSTD);

ბ.ბ) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების ვიზუალური ფრენის წესებით ფრენისათვის (MCC/VFR) სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ბ.ბ.ა) თეორიულ სწავლებასა და სავარჯიშოებს  25 საათის ოდენობით;

ბ.ბ.ბ) MCC პრაქტიკული სწავლების 15 საათს ან 10 საათს იმ პილოტ-კურსანტების შემთხვევაში, რომლებიც გადიან ATP(H)/IR თეორიულ კურსს;

ბ.ბ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების  სასწავლო კურსი კომბინირებულია მრავალპილოტიან შვეულმფრენის ტიპზე პირველადი მომზადების კურსთან, მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების პრაქტიკული მოსამზადებელი კურსი შეიძლება შემცირდეს 7 საათამდე, თუ წვრთნა განხორციელდება ერთსა და იმავე საწაფზე (FSTD);

ბ.გ) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსი უნდა განხორციელდეს სასწავლო დაწესებულებაში და დასრულდეს 6 თვის პერიოდში; 

ბ.დ) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსში გამოყენებული უნდა იქნეს მინიმუმ მე-2 ან მე-3 დონის საფრენოსნო და სანავიგაციო პროცედურების საწვრთნელი მოწყობილობა, რომელიც კვალიფიციურია MCC სწავლებისთვის (FNPT II, FNPT III  MCC) ან საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობა  (FTD) 2/3 ან სრულპილოტაჟიანი საწაფი (FFS);

ბ.ე) იმ შემთხვევაში, თუ მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების სასწავლო კურსი არ არის კომბინირებული მრავალპილოტიანი სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსთან, მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულზე (მსმენელზე) გაიცემა MCC სასწავლო კურსის დასრულების სერტიფიკატი;

ბ.ვ) მსმენელი, რომელსაც გავლილი აქვს მრავალწევრიანი ეკიპაჟის  ურთიერთქმედების სასწავლო კურსი ნებისმიერი სხვა კატეგორიის სხ-ზე, გათავისუფლებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ბ.ა.ა“ და „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან.

ბ.ზ) MCC/IR მაძიებელი, რომელსაც გავლილი აქვს MCC/VFR სასწავლო კურსი, გათავისუფლდება ამ პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნისაგან და ვალდებულია შეასრულოს ამ პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული სწავლება 5 საათის ოდენობით.

შენიშვნა: მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მა­­სალა  მოცემულია  ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის № 1178/2011 რეგულაციის  Part-FCL ნაწილის FCL.735.A და FCL.735.H პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).“.

9. გაურკვეველ სივრცულ მდგომარეობაში მოხვედრის თავიდან აცილებისა და ამ მდგომარეობიდან გამოყვანისათვის საჭირო (UPRT) სასწავლო კურსი:

ა) უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში და უნდა მოიცავდეს:

ა.ა) არანაკლებ 5-საათიან თეორიულ მომზადებს;

ა.ბ) გაფრენისწინა ბრიფინგსა და ფრენის შემდგომ განხილვას; და

ა.გ) აღნიშნული წვრთნისთვის სათანადოდ უფლებამოსილ ინსტრუქტორთან 3-საათიან საფრენოსნო წვრთნას იმ თვითმფრინავზე, რომელსაც გააჩნია აღნიშნული სავარჯიშოსათვის სათანადო ტექნიკური შესაძლებლობები;

ბ)  UPRT სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პილოტს ეძლევა სასწავლო კურსის დასრულების სერტიფიკატი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ს მიერ;

გ) ერთპილოტიან კომპლექსურ არამაღალეფექტურ, ერთპილოტიან მაღალეფექტურ კომპლექსურ თვითმფრინავზე, აგრეთვე მრავალპილოტიან თვითმფრინავზე კლასზე/ტიპზე მომზადების სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შესაბამისი კლასის ან ტიპის სხ-ის თავისებურებებთან დაკავშირებულ გაურკვეველ სივრცულ მდგომარეობაში მოხვედრის თავიდან აცილებისა და ამ მდგომარეობიდან გამოყვანისათვის საჭირო (UPRT) თეორიულ და საფრენოსნო მომზადებას;

შენიშვნა: მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების სასწავლო კურსთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მა­­სალა  მოცემულია  ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის № 1178/2011 რეგულაციის  Part-FCL ნაწილის FCL.745.A პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).“.

10. სხ-ის კლასის და ტიპის მოდიფიკაციაზე მომზადება ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) ერთი და იმავე კლასის ან ტიპის სხ-ის განსხვავებულ მოდიფიკაციაზე ფრენის უფლებამოსილების მოპოვების მიზნით პილოტმა უნდა გაიაროს სხ-ზე განსხვავებების სწავლება/წვრთნა ან გაცნობითი მომზადება არანაკლებ ერთი საათის და 5 აფრენა-დაფრენის მოცულობით. ერთი და იმავე კლასის ან ტიპის მოდიფიკაციის ფარგლებში, განსხვავებების სწავლება ან გაცნობითი მომზადება უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საექსპლუატაციო ვარგისობის მონაცემებით (OSD) დადგენილ შესაბამის ელემენტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;   

ბ) განსხვავებების სწავლება უნდა განხორციელდეს:

ბ.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში; ან

ბ.ბ) საქართველოში სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამის კლასის ან ტიპის განსხვავებების სწავლების სათანადოდ დამტკიცებული პროგრამა;

 ბ.გ) ერთპილოტიანი დგუშიანი ძრავის მქონე სხ-ზე (SEP), ერთპილოტიანი აირტურბინული ძრავის მქონე სხ-ზე (SET) და მრავალძრავიანი დგუშიანი ძრავების მქონე სხ-ზე (MEP) შესაძლებელია განახორციელოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორმა, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მწარმოებლის საექსპლუატაციო ვარგისობის მონაცემებით (OSD);

გ) იმ შემთხვევაში, თუ პილოტს ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ განსხვავებათა სასწავლო კურსის გავლიდან 2 წლის განმავლობაში არ უფრენია საჰაერო ხომალდის შესაბამის მოდიფიკაციაზე, უფლებამოსილების შესანარჩუნებლად მან უნდა გაიაროს განსხვავებათა სასწავლო კურსი ან ოსტატობის შემოწმება ამ მოდიფიკაციაზე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ერთძრავიანი დგუშიანი სხ-ის (SEP) ოსტატობის მფლობელ პილოტზე;

დ) განსხვავებათა სწავლების კურსი ან საკვალიფიკაციო შემოწმების შესახებ ჩანაწერი უნდა აღინიშნოს პილოტის საფრენოსნო წიგნაკში (Log Book) და შესაბამისად ხელმოწერილი უნდა იქნეს ინსტრუქტორის ან გამომცდელის მიერ. 

შენიშვნა: ამ წესის მიზნებისთვის, საჰაერო ხომალდის კლასის/ტიპის ოსტატობა და მოწმობაში სათანადო აღნიშვნა დადგენილია დანართით №20.“.

15. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. ბორტინჟინრად გადამზადება

სხ-ის ბორტინჟინრის გადასამზადებელ კურსებზე დაიშვება:

ა) პირი, რო­მელსაც გავლილი აქვს ბორტინ­ჟინ­რის პირველადი მომზადების კუ­რ­სი სასწავლო დაწესებულე­ბაში;

ბ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სხ-ის შესაბამის ტიპზე B1 კატეგორიით მუშაობის არა­­ნაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) პირი, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი ტიპის სხ-ზე ტექნიკური მომსახურების სპეციალისტად B1 კატეგორიით მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.“.

16. მე-40 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. მრავალპილოტიანი სხ-ის პილოტის მეთაურად მომზადება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)“;

ბ) 1-ლი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მრავალპილოტიანი სხ-ის მეთაურის უფლებამოსილების პირველად მოპოვებისათვის, პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას შესაბამისი სახეობის სხ-ზე;

ბ) ნაფრენი აქვს არანაკლებ:

ბ.ა) თვითმფრინავის შემთხვევაში – 500 საათი სხ-ის მოთხოვნილ ტიპზე

ბ.გ) შვეულმფრენის შემთხვევაში – 350 საათი მოთხოვნილ ტიპზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ პილოტი ფლობს მრავალპილოტიანი სხ-ის ტიპზე მეთაურის უფლებამოსილებას, ამავე სახეობის სხ-ის სხვა ტიპზე მეთაურის უფლებამოსილების მოპოვებისათვის მან უნდა გაიაროს სხ-ის ამ ტიპზე შესაბამისი გადამზადების კურსი და მეთაურის  მწყობრში შესვლის პროგრამა.

3. მეთაურად მწყობრში შესვლის პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) თვითმფრინავის ტიპზე არანაკლებ:

ა.ა) 30 სექტორს, როდესაც ხდება ახალ ტიპზე მომზადება;

ა.ბ) 20 სექტორს, როდესაც გამოცდილი მეორე პილოტია იმავე ტიპზე;

ბ) ორპილოტიან შვეულმფრენზე არანაკლებ:

ბ.ა) 50 სთ-ს, როდესაც ხდება ახალ ტიპზე მომზადება;

ბ.ბ)100 სთ-ს, როდესაც გამოცდილი პილოტია იმავე ტიპზე;

გ) ერთპილოტიან შვეულმფრენზე არანაკლებ 10 სექტორს.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტი არ ვრცელდება 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ თვითმფრინავებზე .

გ) მე-4-მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

17. 411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 411. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის, ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის და ბორტგამყოლ-გამომცდელის  ოსტატობა,  მოქმედების ვადის გაგრძელება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ) 

1. ავიასპეციალისტი შეიძლება გახდეს ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი   სხ-ის ტიპზე, თუ მას ამ ტიპზე აქვს  ბორტინჟინრად ნაფრენი 300 სთ, გავლილი აქვს ინსტრუქტორის თეორიული კურსი და შეფასება ბორტინჟინერ-ინსტრუქტორთან.

2. სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი მოიპოვებს ინსტრუქტორის კვალიფიკაციას ამ ტიპზე 50 სთ ნაფრენის შემდეგ.

3. ბორტგამყოლი შეიძლება გახდეს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორი, იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს  ბორტგამყოლის მოქმედ მოწმობას;

ბ) გააჩნია არანაკლებ ორი წლის საფრენოსნო სტაჟი, საიდანაც სულ მცირე ერთი წელი  ნაფრენი აქვს უფროსი ბორტგამყოლის რანგში;

გ) საერთო ნაფრენი აქვს არანაკლებ 500 საათი, საიდანაც კონკრეტულ სხ-ის ტიპზე – 50 საათი;

დ) წარმატებით აქვს გავლილი ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მომზადების თეორიული კურსი სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში;

ე) კონკრეტულ სხ-ის ტიპზე ბორტგამყოლ-გამომცდელთან გავლილი აქვს შემოწმება სულ მცირე ორი მარშრუტის სექტორი.

4. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორს უფლება აქვს განახორციელოს:

ა) ბორტგამყოლ-შეგირდის გაცნობითი მიწისზედა და გაცნობითი პრაქტიკული მომზადება სამუშაო ადგილზე;

ბ) ბორტგამყოლის, უფროსი ბორტგამყოლის და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის სამუშაო ადგილზე პერიოდული პრაქტიკული შემოწმება (Line check).

5. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორობის კანდიდატი, ოსტატობის მოპოვების მიზნით სააგენტოში წარადგენს შესაბამის განაცხადს (დანართი №1) და, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის შუამდგომლობას (დანართი №2), რომელსაც თან უნდა დაერთოს:

ა) მოქმედი ბორტგამყოლის მოწმობის ასლი, შესაბამისი მოქმედი ოსტატობის აღნიშვნით;

ბ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;

გ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მომზადების თეორიული კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ბ), გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟისა და ნაფრენი საათების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბორტგამყოლ-გამომცდელთან წარმატებით გავლილი შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის დანართი №21-ის შესაბამისად.

6. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის მოქმედების ვადის  გაგრძელებისათვის, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა დ) და ე) ქვეპუნქტებით დადგენილი დოკუმენტებისა;

ბ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის ვადის ამოწურვამდე 12 თვის პერიოდში მის მიერ განხორციელებული ორი პერიოდული პრაქტიკული შემოწმება (Line check) სამუშაო ადგილზე სხ-ის ტიპის  მიხედვით.

7. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის განახლებისათვის, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სრულად.

8. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორმა შეიძლება მოიპოვოს ბორტგამყოლ-გამომცდელის ოსტატობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორად მუშობის 3 წლიანი უწყვეტი სტაჟი;

ბ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის რანგში საერთო ნაფრენი შეადგენს 100 საათს, საიდანაც კონკრეტულ სხ-ის ტიპზე ნაფრენი აქვს 20 საათი.

9. ბორტგამყოლ-გამომცდელს უფლება აქვს განახორციელოს სხ-ის ექსპლუატანტის შესაბამის სახელმძღვანელოში განსაზღვრული ბორტგამყოლი-შეგირდის, ბორტგამყოლის, უფროსი ბორტგამყოლის, ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის და ბორტგამყოლ-გამომცდელის   თეორიული მომზადება,  თეორიული მომზადების შემოწმება და სამუშაო ადგილზე პრაქტიკული მომზადება და შემოწმება. სამუშაო ადგილზე პრაქტიკული შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი №21-ის შესაბამისად.

10. ბორტგამყოლ-გამომცდელობის კანდიდატი, ოსტატობის მოპოვების/გაგრძელების მიზნით სააგენტოში წარადგენს ამ წესის №22 დანართით გათვალისწინებულ ბორტგამოლ-გამომცდელის წარდგენის/განაცხადის შევსებულ ფორმას, რომელსაც თან უნდა დაერთოს:

ა) მოქმედი ბორტგამყოლის მოწმობის ასლი, შესაბამისი მოქმედი ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნით;

ბ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;

გ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაო სტაჟისა და ნაფრენი საათების დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) ბორტგამყოლ-გამომცდელის ოსტატობის ვადის ამოწურვამდე 12 თვის პერიოდში მის მიერ სხ-ის ტიპის  მიხედვით განხორციელებული ერთი თეორიული მომზადებისა და თეორიული შემოწმების ჩანაწერი, ან ორი სამუშაო ადგილზე  პრაქტიკული შემოწმების (Line check)  ჩანაწერი.

11. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორი და ბორტგამყოლ-გამომცდელი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებები, თუ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერე­ს­თა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა) თუ ბორტგამყოლ-ინსტრუქტორმა ან ბორტგამყოლ-გამომცდელმა ჩაატარა  შემოწმება კანდიდატთან, რომელსაც ბორტგამყოლის მოწმობის ან ოსტატობის მისაღებად ჩაუტარა მომზადება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები, რომელ­მაც შეიძლება გავლენა მოახდი­ნოს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის და ბორტგამყოლ-გამომცდელის მიერ ობიექტური გადაწ­ყვე­ტ­ი­ლების მიღებაზე. 

12. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს ან გააუქმოს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის და ბორტგამყოლ-გამომცდელის ოსტატობა, თუ მან:

ა) მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო აუცილებელი სტანდარტების, პროცედურების ან ინსტრუქციების დაცვა;

ბ) ბოროტად გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება;

გ) დაარღვია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

დ) წარუმატებლად გაიარა ნებისმიერი ოსტატობის დამადასტურებელი შემოწმება;

ე) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციის შესრულებისას მოუვიდა საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი და მოკვლევის შედეგად დადგინდა მისი პასუხისმგებლობა.

13. სააგენტო ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის/გამომცდელის ოსტატობის შეჩერების ან გაუქმების შესახებ აცნობებს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორს/გამომცდელს და მის დამსაქმებელ ავიასაწარმოს.

14. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის/გამომცდელის ოსტატობის სააგენტოს მიერ გაუქმების შემთხვევაში, განმეორებით იმავე პირზე ოსტატობა არ გაიცემა.

15. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორზე/გამომცდელზე დაკისრებული ფუნქციების  შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს ბორტგამყოლ-ინსპექტორი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის/გამომცდელის მიერ თავისი მოვალეობებისა და ფუნქციების მიუკერძოებლად ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის შესაბამისად შესრულება.

16. სააგენტოს მიერ გაცემული ბორტგამყოლის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს გაიაროს ამ მუხლით დადგენილი შემოწმებები სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბორტგამ­ყოლის მოწმობის  შესაბამისი უფლებამოსილების მფლობელთან, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ წესის 30-ე მუხლის შესაბამისად.

17. სააგენტო აწარმოებს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორთა/გამომცდელთა და აღიარებულ ბორტგამყოლთა რეესტრს ოსტატობების და მოქმედების ვადის მითითებით.

18. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის, ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის და ბორტგამყოლ-გამომცდელის ოსტატობა მოქმედია 3 წლის განმავლობაში.

18. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. სახელმწიფო ავიაციაში ნაფრენის ჩათვლა

1. ამ წესების მიზნებისათვის,  სახელმწიფო ავიაციაში პილოტის რანგში ნაფრენი ჩაითვლება შემდეგნაირად:

 ა) სატრანსპორტო სხ-ზე პილოტის რანგში ნაფრენი ჩაითვლება სრულად,  სამოქალაქო ავიაციაში პილოტად ნაფრენი საათების  შესაბამისად;

ბ) საბრძოლო ავიაციის პილოტის რანგში ნაფრენი – 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავებსა და 3175 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე შვეულმფრენებზე მეთაურად მომზადებისას, არ ჩაითვლება.“.

19. დანართი №4 ამოღებულ იქნეს.

20. დაემატოს დანართი №4ა, დანართი №4ბ, დანართი №4გ,  დანართი №20, დანართი №21 და დანართი №22.

მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-14 პუნქტით გათვალისწინებული 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა,  აგრეთვე ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 411 მუხლის მე-3-მე-17 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-14 პუნქტით გათვალისწინებული 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 411 მუხლის მე-3-მე-17 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე