ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016408
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
25/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
010250020.35.124.016408
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2020 - 29/01/2021)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა  და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი (წესი დანართის სახით თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე, ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge 30.12.2019 წ. სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.124.016381)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე



ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2021 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი 

პროგრამული კოდი 0602


ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

მუხლი 1. სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201.
1.1. საოპერაციო, სამკურნალო და გამოკვლევების ხარჯების თანადაფინანსება:

1.1.1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან/და წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება.

ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.

გ) ბავშვისა და ოჯახის ან თემის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე

1.1.2. სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის  სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი  უზრუნველყოფა შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი.

ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %.  

გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2000 - ლარის ჩათვლით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარი.

დ) თუ პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 2000-დან 5000 ლარამდე,  სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 600 ლარი.

ე) თუ პაციენტის მიერ გადასახდელი სამედიცინო მომსახურების თანხა  წარმოდგენილია 5000 ლარით და უფრო მეტით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება  1000 ლარი.

ვ) ბავშვისა  და ოჯახის ან თემის სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასების საფუძველზე მომზადებული შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში პაციენტის სამედიცინო მომსახურება  დაფინანსდება სრულად მაგრამ  არამეტეს  1000 ლარისა;

ზ) სამედიცინო მომსახურების მიზნით სოციალური ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის  დამრგვალება მოხდება მთელი რიცხვის ბოლო ერთეულამდე.

თ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, გამონაკლისს წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის იმ პირის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევაში  მერიის სოციალური ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურების წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

1.1.3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);

ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება  განსახილველ საკითხთან.

1.1.4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება:

ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.

ბ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შშმ პირები.

გ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.

დ) ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.

ე) თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.

ვ) მშობიარობის ხარჯები, გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.

1.1.5. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

1.2 ქიმიოთერაპიით მკურნალობის თანადაფინანსება.

1.2.1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ქიმიოთერაპიითა და რადიოაქტიური იოდით მკურნალობას.

1.2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ან ფარმაცევტული კომპანიიდან;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);

1.2.3. თანადაფინანსება მოხდება ამავე მუხლის 1.1.2. პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

1.2.4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში.  გამონაკლისს წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის იმ პირის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევაში  მერიის სოციალური ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურების წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

1.2.5. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.


მუხლი 2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 060202. 
2.1. პროგრამით ისარგებლებენ:

მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით - ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.

2.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) განმცხადებლისა და გარდაცვლილი ვეტერანის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) ვეტერანის მოწმობა;

ე) გარდაცვალების მოწმობა;

ვ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

2.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების (მშობელი, მეუღლე ან შვილი) ერთჯერადი დახმარება.  პროგრამული კოდი 060203.
3.1. პროგრამით ისარგებლებენ:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (მშობელი, მეუღლე ან შვილი) - ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

3.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

3.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 4. უფასო სასადილოს დაფინანსება. პროგრამული კოდი 060204. 
4.1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ   კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები, (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).

4.2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი, თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.

4.3. მერის წარმომადგენლის და/ან სოციალური მუშაკის  დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.

4.4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4.5. მრავალსულიანი (ოთხი და მეტი წევრი) ოჯახის მომართვისას, უფასო სასადილოს ბენეფიციარად შეირჩევა არაუმეტეს სამი პირისა.

4.6. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სიაში.

4.7.  ბენეფიციარს უფასო სასადილოს მომსახურების მიღება შეუწყდება, თუ იგი არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.


მუხლი 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 06 02 05. 
5.1. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახები, რომელთაც შვილი შეეძინათ 2020-2021 წლებში და არ უსარგებლიათ აღნიშნული დახმარებით.

ა) მე-2 შვილის შეძენისას 200 ლარი,                                

ბ) მე-3 შვილის შეძენისას 300 ლარი,                                 

გ) მე-4 და  შემდეგი  შვილის შეძენისას  400 ლარი,              

დ) ტყუპების შეძენისას 800 ლარი

5.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;

გ) შვილების დაბადების მოწმობები;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

5.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 6. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი. პროგრამული კოდი  060206
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სტიქიური უბედურების შედეგად (ძლიერი ქაეი, მიწისძვრა) დაზარალებული მოქალაქეები დაზიანებული საცხოვრისების აღდგენა/შეკეთებისთვის საჭირო მასალებით. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ცენრალური ბიუჯეტიდან სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი. ქვეპროგრამის განხორციელება ამ ეტაპზე არ იგეგმება  საბიუჯეტო სახსრებით.

მუხლი 7. თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა მხარდაჭერა. პროგრამული კოდი  060207
7.1 ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამა

7.1.1 ქვეპროგრამით ისარგებლებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან  მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს მაინც:

ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, (რაც დადასტურდება ამონაწერით სოციალური სააგენტოდან.)

ბ) ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი: ონკოლოგიური, მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე (და/ან სხვა სახის მძიმე დაავადების მატარებელი), რაც დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით - ფორმა N100.

გ) ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი,  შშმ პირი ან ორი (და მეტი) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი (რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით).

დ)  ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, რაც დადასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან შშს-ს  მიერ გაცემული ცნობით.

ე) ოჯახის შემოსავალი სარსებო მინიმუმზე ნაკლებია (რაც დადასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით).

ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირია ( აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში), რაც დადასტურებულია ცნობით ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ.

7.1.2. გადაწყვეტილება, ოჯახის დაფინანსების თაობაზე და (დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში) თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ.

7.1.3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.

7.1.4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შეფასება ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ.

დ) ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმის/კრიტერიუმების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

ე)  დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

7.1.5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

7. 2. გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა გაძლიერების ქვეპროგრამა.

7.2.1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან გადაუდებლად საჭიროებენ  დახმარებას.

7.2.2. ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყება ხდება მოქალაქის განცხადების, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე.

7.2.3. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას ახორციელებს სოციალური მუშაკი და მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

7.2.4  ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  მერიის სოციალური ღონისძიების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ, სოციალური მუშაკისა და მერის წარმომადგენლის მიერ მომზადებული დასკვნის/რეკომენდაციის საფუძველზე.თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის რაოდენობა არ  აღემატება 1500 ლარს. 


მუხლი 8. ვეტერანთა დახმარება . პროგრამული კოდი 06 02 08.
8.1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - თითოეული 300 ლარის ოდენობით და მარჩენალდაკარგულები თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები თითოეული - 200 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად გაჭირვებული ვეტერანები, თითოეული - 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით.

დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები თითოეული - 100 ლარის ოდენობით.

8.2. ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) შერჩევა მოხდება მერის წარმომადგენლებისა და ვეტერანთა გაერთიანებების მიერ, (ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე), მათი ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.

8.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 9. შშმ პირთა დახმარება. პროგრამული  კოდი 060209.
9.1. 18  წლამდე  ასაკის შშმ  ბავშვების  ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

9.1.1.  ქვეპროგრამით ისარგებლებენ:  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.

9.1.2. დახმარების მისაღებად შშმ პირის მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.

9.1.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

9.2.  შშმ პირები სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიების დაფინანსება. 

9.2.1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) განცხადება (მუნიციპალიტეტის მერის სახელზე);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;

დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ფორმა N100ა).

ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.

9.2.2. გადაწყვეტილებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსების თაობაზე, იღებს ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინასების განმსაზღვრელი კომისია“.

9.2.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

9.3. შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა.

9.3.1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები გადაადგილებაშეზღუდული (ეტლით მოსარგებლე და საწოლს მიჯაჭვული) შშმ პირები, რომლებსაც აქვთ პამპერსის გამოყენების საჭიროება.

9.3.2. ქვეპროგრამით განსაზღვრული შშმ პირები საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 100 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებებით (პამპერსი, სველი ხელსახოცი, პამპერსის ზეწარი, პუდრი, კათეტერი).

9.3.3. ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღები შშმ პირის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) ასლი;

დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო დოკუმენტი (ფორმა N100ა), სადაც რეკომენდაციის ნაწილში მითითებული უნდა იყოს პამპერსის გამოყენების საჭიროება.

9.3.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

9.4.  შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის  მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:

ა) შშმ პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ ოპერაციისათვის გარკვეული თანხით დახმარება.

ბ) უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა.

გ) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება.

დ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა.

ე) შშმ პირთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მიზნით, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

ვ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება.

9.4.1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 10. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება. პროგრამული  კოდი 060210.
10.1. პროგრამით ისარგებლებენ:

ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად - 200 ლარის ოდენობით.

10.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

10.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული  კოდი 060211.
11.1. პროგრამით ისარგებლებენ:

დღეგრძელი მოქალაქეები - თითოეული ერთჯერადად  500 ლარის ოდენობით.

11.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

11.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული  კოდი 060212.
12.1. პროგრამით ისარგებლებენ:

დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში - 200 ლარის ოდენობით.

12.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

12.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება. პროგრამული  კოდი 060213.
13.1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) 0-18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები (და რომელთაც 2021 წელს შეუსრულდათ 18 წელი).

ბ) დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე - 150 ლარის ოდენობით.

13.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

13.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 14. მარტოხელა მშობლის  ფინანსური დახმარება. პროგრამული კოდი 060214.
14.1. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  მარტოხელა მშობლები, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

14.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

14.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 15. მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. პროგრამული კოდი 06 02 15.
15.1. პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.

15.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;

დ) მშობლების (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობს ასლი.

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

15.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 16. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 06 02 16.
16.1 პროგრამის ფარგლებში უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯების მისაღებად შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მერის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი (ან წარმომადგენელი) მიიღებს 250 ლარს უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად.

16.2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობა;

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

ე) გარდაცვალების მოწმობა;

ვ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

16.3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

16.4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ თანხის მიზნობრივად გამოყენებს შესახებ.


მუხლი 17. მედიკამენტების დაფინანსება. პროგრამული კოდი  060217
17.1 . სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკონომიურად შეჭირვებული შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები:

ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;

ბ) თირკმლის უკმარისობა  

გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;

დ)  შაქრიანი დიაბეტი.

ე) პარკინსონის დაავადება;

ვ) ეპილეფსია;

ზ) ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი;

თ) მიასთენია; 

ი) ფენილკეტონურია, (სამკურნალო კვების თანხა 1500 ლარი);

კ) ცერებრალური დამბლა;

ლ) ფსორიაზი;

მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;

ნ) პნევმონია;

ო) წითელი მგლურა

პ) გლაუკომა, კატარაქტა;

ჟ) ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა,  

რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება

ს) წითელი ქარი

ტ) სეფსისი, პერიტონიტი

უ) ანემია

ფ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადება

ქ) გაფანტული სკლეროზი

ღ) სოციალურად დაუცველი, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, მიუხედავად დიაგნოზისა.

17.2.   ფენილკეტონრიით დაავადებული პაციენტებისათვის დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერდად, ხოლო ონკოლოგიური და სხვა ზემოთ განსაზღვრული დაავადების მქონე პაციენტებისათვის წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა:

17.3.  ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტები დაფინანსდებიან 1500 ლარის ოდენობით (სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად), ონკოლოგიური სენით დაავადებული პაციენტები 100 ლარით, ხოლო ზემოთ განსაზღვრული სხვა დაავადებების მქონე პაციენტები პირველი მომართვის შემთხვევაში 70 ლარით, განმეორებითი მომართვისას 50 ლარით.

17.4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100ა);

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) ონკოლოგიური სენით დაავადებულები თავისუფლდებიან ამ მუხლის დ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

17.5. ანაზღაურება მოხდება ფარმაცევტული დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.


მუხლი 18. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირება და აბილიტაცია. პროგრამული კოდი  060218
18.1.  პროგრამის სამიზნე ჯგუფია ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც:

ა) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის დიაგნოსტირების საჭიროება; 

ბ) განესაზღვრათ განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროება;

გ) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფი განესაზღვრათ ძირითადად დიაგნოზად/დაუდგინდათ აუტიზმის სპექტრი.

18.2. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება  განისაზღვრება:

ა) დიაგნოსტირების საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით;

ბ) ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროების მქონე მოზარდებისათვის არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით, 6 თვეში ერთხელ;

გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერადად.

18.3. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (ან პასპორტის, ან პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის) ასლი.

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია განაცხადის  წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებულია ბავშვის ძირითადი დიაგნოზი და/ან დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტირების შედეგი.

ე) მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა;

18.4. მომსახურების ანაზღაურება მოხდება  უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 19. სასურსათო პაკეტების შეძენა. პროგრამული კოდი  060219
პროგრამა  შეიქმნა ახალი კორონავირუსის  Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქების მიზნით და ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების სურსათით დახმარებას დახმარების მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.

მუხლი 20. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების  ბინის ქირით უზრუნველყოფა. პროგრამული კოდი  060220
20.1. ქვეპროგრამის ფარგლებში, მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და /ან სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი და არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, უზრუნვეყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით.

20.2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;

დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;

20.3.  ქირით გასაყვანი ბენეფიციარის გამოვლენა მოხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ.

20.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.


მუხლი 21. ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თანადაფინანსება.  პროგრამული კოდი 06 02 21
21.1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება.

დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს - 2500 ლარისა.

21.2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  მიერ).

დ) ცნობა ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).

ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა.

ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.

21.3.  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ.

21.4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.



სოცილური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ასიგნებათა განაწილების ცხრილი 2021 წელი

 

ღონისძიებების დასახელება

სულ გასაცემი თანხა

გასაცემი

თანხა ერთეულზე

შენიშვნა

1.

სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება.

 

138 000

 

-----

 

2.

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები.

2 000

250

 

 

3.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებa.

5 000

250

 

4.

უფასო სასადილოს დაფინანსება

50 000

-----

 

5.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

30 000

 

 

 

მე-2 შვილის შეძენისათვის

 

200

 

მე-3 შვილის შეძენისათვის

 

300

 

მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის

 

400

 

ტყუპების შეძენისას

 

800

 

6.

 

სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი

 

 

-----

 

7.

თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა მხარდაჭერა

55 000

 

 

7.1

ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამა

40 000

-----

 

7.2

გადაუდებელი რეაგირებისა და მოწყვლად ოჯახთა გაძლიერების ქვეპროგრამა

15 000

-----

 

8.

ვეტერანთა დახმარება

15 000

-----

 

9.

შ.შ.მ. პირთა დახმარება

40 000

 

 

9.1

18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა ფინანსური დახმარება

 

150

 

9.2

შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინასება

 

-----

 

9.3

შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა.

 

100

 

9.4

შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის  მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება

 

 

-----

 

10.

ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება

 

400

 

200

 

11.

დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება

4 500

500

 

12.

დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება

35 000

200

 

13.

 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვიანი ოჯახების დახმარება

11 000

150

 

თითოეულ ბავშვზე

14.

მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება

3 000

200

 

15.

მრავალშვილიანი ოჯახების ფინასური დახმარება

12 000

50

თითოეულ ბავშვზე

16.

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯები

3 000

250

 

17.

მედიკამენტების დაფინანსება

26 000

-----

 

18.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირება და აბილიტაცია

5 000

-----

 

19.

სასურსათო პაკეტების შეძენა

30 000

-----

 

 

20.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების  ბინის ქირით უზრუნველყოფა

 

45 000

 

-----

 

21.

ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თანადაფინანსება

10 000

-----

 

 

სულ.

521 900