„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/573
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016684
1-1/573
30/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
300320000.22.024.016684
„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/573

2020 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300320000.22.024.016615) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანების სათაური (სახელწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020-2021 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ“.

2. მუხლი 1-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 11:

„მუხლი 11. დამტკიცდეს თანდართული „2021 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. დაემატოს დანართი – „2021 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა