„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 02/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017983
02/ნ
18/01/2021
ვებგვერდი, 18/01/2021
430110000.22.022.017983
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №02/ნ

2021 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ., №3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.017070) და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი.“;

გ) პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის“:

გ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი აწესრიგებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში – სქემა) განსაზღვრული სტატუსების შესაბამისი დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს.“;

გ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-10 მუხლის, 136 მუხლისა და მე-3 თავის გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება:

ა) თითოეულ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

ბ) თითოეულ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

გ) თითოეულ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

დ) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე;

ე) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;

ვ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;

ზ) თითოეულ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;

თ) თითოეულ წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;“;

გ.დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრის თვისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:

ა) დანართი №1:

ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

ბ) დანართი №2:

ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა, რომელთაც ასწავლის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი