„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016415
3
21/01/2021
ვებგვერდი, 22/01/2021
210020020.35.152.016415
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2021 წლის 21 იანვარი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 18/02/2015, ს/კ 210020020.35.152.016213) კერძოდ, დადგენილებას 21  მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლები სრულად განთავისუფლდნენ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან.

2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბერის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკახაბერ ჩიტაური