„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016409
1
29/01/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
190020020.35.124.016409
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2021 წლის 29 იანვარი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N23 დადგენილებაში (საკანომდებლო მაცნე, ვებ-გვერდი  www.matsne.gov.ge. 28.12.2020წ. საიდენტიფიკაციო კოდი 190020020.35.124.016407):

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.“

2. დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტის დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი (მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 15. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 2,850.5 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

 

ორგ. კოდი

 

დასახელება

2021 წლის პროექტი

2022

წლის პროგნოზი

2023

წლის პროგნოზი

2024

წლის პროგნოზი

01 00

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები

2.850.5

2.823.7

2,876.9

3,019.7

01 01

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა

2.651.3

2,663.7

2,691.9

2,809.7

01 01 01

ბაღდათის საკრებულო

657.1

667.0

669.0

721.0

01 01 02

ბაღდათის მერია

1.909.2

1,911.7

1,937.9

2,003.7

 

01 01 03

სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის უზრუნველყოფა

85.0

85.0

85.0

85.0

01 02

საერთო დანიშნულების ხარჯები

189.2

160.0

165.0

170.0

01 02 01

სარეზერვო ფონდი

35.0

40.0

40.0

40.0

 

 

01 02 02

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის ფონდი

34.2

-

-

-

01 02 03

სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონით გათვალისწინებული თანხების ჩამოჭრა

-

-

-

-

01 02 04

სესხის მომსხურება და დაფარვა (მგფ)

100.0

100.0

100.0

100.0

01 02 05

თანამშრომელთა პროფესიული სწავლების ხარჯი

20.0

20.0

25.0

30.0

01 03

სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა

--

-

20.0

40.0

01 03 01

სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა

 

-

10.0

20.0

01 03 02

ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა

-

-

10.0

20.0

01 04

საგანგებო მდგომარეობის მიზნობრივი პროგრამა

10.0

-

-

-

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სესხის მომსახურება და დაფარვა (მგფ)

დაფინანასება (ათასი ლარი)

01 02 04

100.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტს „მუნიციპალური განვითარების ფონდის“-გან აღებული სესხით შეძენილი აქვს თანამედროვე ნაგავმზიდები და ნაგვის ურნები. აღნიშნული სესხის ჯამური მოცულობა შეადგენს 584 139 ლარს. გადახდა დაიწყო 2018 წელს და უნდა დასრულდეს 2026 წელს. წლის განმავლობაში თანხის გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად: 28 აპრილს და 28 ოქტომბერს.         

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება, რომლის საპროგნოზო მოცულობა 2021 წლისთვის 100.0 ათასი ლარია

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლი (კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1,222.0 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

 

ორგ. კოდი

 

დასახელება

2021 წლის პროექტი

2022

წლის პროგნოზი

2023

წლის პროგნოზი

2024

წლის პროგნოზი

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

1,222.0

1,183.0

1,183.0

1,318.0

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

377.0

373.0

373.0

403.0

05 01 01

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება

17.0

20.0

20.0

20.0

05 01 02

ა.(ა).ი.პ „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრი“

357.0

350.0

350.0

380.0

05 01 03

ა.(ა).ი.პ „საფეხბურთო კლუბი საირმე“

-

-

-

-

05 01 04

ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა

3.0

3.0

3.0

3.0

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

757.0

720.0

720.0

825.0

 

05 02 01

ა.(ა).ი.პ „ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“

737.0

700.0

700.0

805.0

 

05 02 02

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება

20.0

20.0

20.0

20.0

05 03

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება

18.0

20.0

20.0

20.0

 

 

 

 

 

 

 

05 04

ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა

70.0

70.0

70.0

70.0

 

 

პროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 01

377.0

 

პროგრამის განმახორციელებელი

 

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური და ა.(ა).ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრი

პროგრამის აღწერა

 

განხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა; წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება; საწვრთნელი პროცესის ორგანიზება; სახელობითი ტურნირების ჩატარება; შშმ პირებისათვის შესაბამისი სპორტული ინვენტარის შეძენა და შესაბამისი გარემოს შექმნა,  ა.(ა).ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრში ბაზირებული სპორტის 9 სახეობის (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, თავ. ჭიდაობა, ბერძნულ რომაული ჭიდაობა, ჭადრაკი, კუნგ-ფუ სანდა, კრივი, ბოჩა;) ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ქალთა სპორტის  ხელშეწყობა, ფიტნეს სექტორის განვითარება,

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და მასობრიობის ზრდა, სპორტული სკოლის გამართული ფუნქციონირება, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით მონაწილეობა,

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 01 01

17.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

 

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, წახალისება ფულადი  და ფასიანი საჩუქრებით; სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა; წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ხელშეწყობა; ღვაწლმოსილი და ვეტერანი სპორტის დამსახურებული სპორტსმენების დასაჩუქრება

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და მასობრიობის ზრდა.

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 01 04

3.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

 

ქვეპროგრამა ახალია და პირველად განხორციელდა 2021 წელს. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ა.(ა).ი.პ „საჭადრაკო კლუბი ბაღდათის“ დაფინანსება სუბსიდირების გზით. ა.(ა).ი.პ არ არის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული

 

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობას. პირველ ეტაპზე გაცემული სუბსიდია მოხმარდება საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს

 

პროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 02

757.0

 

პროგრამის განმახორციელებელი

 

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური და ა.(ა).ი.პ „ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა გულისხმობს  კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას,  კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მიმზიდველი და საინტერესო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნას, სადაც მოსახლეობა იღებს განათლებას და ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს განათლებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მუნიციპალიტეტის  კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და პოპულარიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ა.(ა).ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი, რომელშიც თავის მხრივ გაერთიანებულია:

1. რევაზ ლაღიძის სახელობის  კულტურის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.

2. ჯანსუღ ღვინჯილიას სახელობის ცენტრალური და 4 სასოფლო ბიბლიოთეკა.

3. ვ.ვ. მაიაკოვსკისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

 

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და თეატრისადმი მოსახლეობის დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, მიმზიდველი  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნა, კულტურის დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება.

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 02 02

20.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების, ფესტივალებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას.

კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას,

სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე შემოქმედებითი ჯგუფების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, ყვავილების თაიგულების შეძენას საერო,  საეკლესიო და კულტურული ღონისძიებების აღსანიშნავად.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა მათი მოტივაციის გაზრდა.

 

პროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 03

18.0

 

პროგრამის განმახორციელებელი

 

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა გულისხმობს:

1)  ახალგაზრდული პლატფორმების(საბჭო, ცენტრი, კლუბი) გაძლიერებას და ხელშეწყობას ახალგაზრდული სტრატეგიის მიხედვით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით.

2) მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას  მუნიციპალური პროგრამების შემუშავების პროცესში.

3) ახალგაზრდების ინფორმირებას მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების შესახებ და მათ კვალიფიციური მხარდაჭერას.

4) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დასაქმების ფორუმის ორგანიზებას.

5) რეკრეაციული, შემეცნებითი და კულტურული  ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერას. (ლაშქრობები, ექსკურსიები, ინტელექტუალური თამაშები)

6)  ახალგაზრდებისათვის პოტენციურად ხელმისაწვდომი შეკრების სივრცეებისა და მასში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის უზრუნველყოფას.

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზაციის და თვითგამოხატვის შესაძლებლობა, იზიარებენ ურთიერთთანამშრომლობის და ტოლერანტობის პრინციპებს. უზრუნველყოფილია მათი მონაწილეობა ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით,  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

 

პროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

05 04

70.0

 

პროგრამის განმახორციელებელი

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა რომელიც ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ვანი-ბაღდათის ეპარქიას შორის გაფორმებული სუბსიდირების ხელშეკრულების  ფარგლებში

 

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ეკლესიის ფინანსური ხელშეწყობა

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლი (მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 597.9 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

 

ორგ. კოდი

 

დასახელება

2021 წლის პროექტი

2022

წლის პროგნოზი

2023

წლის პროგნოზი

2024

წლის პროგნოზი

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

597.9

587.9

676.9

791.9

06 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

76.0

76.0

76.0

76.0

06 01 01

ა.(ა).ი.პ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“

76.0

76.0

76.0

76.0

06 02

სოციალური პროგრამები

521.9

511.9

600.9

715.9

 

06 02 01

სამედიცინო დახმარების ხარჯები

138.0

160.0

190.0

220.0

 

06 02 02

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

2.0

2.0

2.0

2.0

 

06 02 03

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის დახმარების ხარჯები

5.0

5.0

5.0

5.0

06 02 04

უფასო სასადილოების დაფინანსება

50.0

50.0

60.0

70.0

06 02 05

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

30.0

30.0

35.0

45.0

 

06 02 06

სტიქიური უბედურების  შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი

-

-

-

-

 

06 02 07

თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება

55.0

55.0

60.0

80.0

06 02 08

ვეტერანთა დახმარება

15.0

15.0

15.0

15.0

06 02 09

შშმ პირთა დახმარება

40.0

40.0

55.0

70.0

06 02 10

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება

2.4

2.4

2.4

2.4

06 02 11

დღეგრძელი ( 100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა დახმარება

4.5

2.5

2.5

2.5

06 02 12

დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება

35.0

35.0

35.0

35.0

06 02 13

ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება

11.0

11.0

11.0

11.0

06 02 14

მარტოხელა მშობლის დახმარება

3.0

3.0

3.0

3.0

06 02 15

მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება

12.0

12.0

12.0

12.0

06 02 16

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები

3.0

3.0

3.0

3.0

06 02 17

მედიკამენტების დაფინანსება

26.0

26.0

35.0

45.0

06 02 18

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირებისა და აბილიტაციის პროგრამა

5.0

5.0

10.0

20.0

06 02 19

სასურსათო პაკეტებით უზრუნველყოფა

30.0

-

-

-

06 02 20

საცხოვრებლით უზრუნველყოფა

45.0

45.0

45.0

45.0

06 02 21

ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თანადაფინანსება

10.0

10.0

20.0

30.0

 

პროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 01

76.0

 

პროგრამის განმახორციელებელი

ა.(ა).ი.პ „ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:

 

  1. არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
  2. დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
  3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არა გადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
  4. სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
  5. ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არა გადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
  6. მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

 

 

სამედიცინო დახმარების ხარჯები

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 01

138.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის  მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა, წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შამდგომლობას ან სოციალური მუშაკის დასკვნას, ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ სამედიცინო მომსახურების (კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა, ქიმიოთერაპია) ხარჯები.  ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა განისაზღვრება მუნიციცპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური დახმარების გაცემის წესის" შესაბამისად.   თანხა ჩაირიცხება მომსახურების მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის  საფუძველზე.   ონკოლოგიური პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯების თანადაფინასება. დაავადებათა გართულების პრევენცია. სამედიცინო მომსახურებაზე ბენეფიციართა ხელმისაწვდომობა.

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 02

2.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანების გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მათ ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი ფინასური დახმარება 250 ლარის ოდენობით.  ქვეპროგრამა ხორციელდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება. ვეტერანთა ოჯახების მხარდაჭერა.

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების ხარჯები

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 03

5.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები (მშობელი, მეუღლე ან შვილი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წელიწადში ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (8 აგვისტოს ან  27 სექტემბრის თარიღებთან დაკავშირებით).

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების თანადგომა.

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

უფასო სასადილოების დაფინანსება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 04

50.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და სოციალურად  შეჭირვებული მოქალაქეები  ყოველდღიურად  მიიღებენ უფასო სადილს. ბენეფიციარი შეირჩევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის" მიერ (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით უზრუნველყოფა

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 05

30.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც 2020- 2021 წლებში შეეძინათ მეორე ან შემდეგი შვილი, საჩუქრად მიეცემათ: მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 ლარი, მესამე შვილის შეძენისას 300 ლარი, მეოთხე და შემდეგი შვილის შეძენისას 500 ლარი, ტყუპების შეძენისას 800 ლარი.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 07

55.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად, ოჯახმა, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან უნდა დააკმაყოფილოს ერთ-ერთი მაინც: ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს. ბ) ოჯახში არის ონკოლოგიური, გადაადგილება შეზღუდული, ფსიქიკური აშლილობის ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირი. გ)ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან სამი და მეტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი. დ)ოჯახმა დაკარგა მარჩენალი. ე) ოჯახის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ვ) ოჯახში არის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი (აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში). გასაცემი თანხის  ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".

 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გადაუდებელი რეაგირების საჭიროების მქონე ოჯახებს და სიდუხჭირეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ გაძლიერებისა და სიდუხჭირიდან თავის დაღწევის რესურსი. ოჯახების შეფასებას და საჭიროებების განსაზღვრას ახდენს მერიის სოციალური მუშაკი.

თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხა განისაზღვრება არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით.

გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".

 

 

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება. კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქება.

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ვეტერანთა დახმარება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 08

15.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

აღნიშნული პროგრამით ერთჯერადი ფულადი დახმარებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანები. კერძოდ: 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასაჩუქრდებიან მეორე სოფლიო ომის მონაწილეები თითოეული 300 ლარით და  მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულები 100 ლარით; 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული  ვეტერანი მიიღებს 200 ლარს; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები მიიღებენ თითოეული 100 ლარს; 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკურად შეჭირვებული ვეტერანებს დახმარება გაეწევათ თითოეულს 100 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. მათი თანადგომა.

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

შშმ პირთა დახმარება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 09

40.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით; უსინათლო, სმენადაქვეითებულ, ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის შშმ პირებს თანადაფინანსება გაეწევათ მათთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობის შეძენისას; დაფინანსდება ტრენინგები და სხვა ღონისძიებები, რომლის მიზანი იქნება შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.  აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები და თანადაფინანსება გაეწევა შშმ პირს საზღვარგარეთ ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად (აუცილებლობის შემთხვევაში).     ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის   ჰიგიენური საშუალებების  შეძენა (პამპერსი, სველი ხელსახოცი და სხვა).

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

შშმ პირების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა დახმარება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 10

2.4

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად, დახმარების სახით მიიღებენ 200 ლარს

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და თანადგომა

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა დახმარება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 11

4.5

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს წელიწადში ერთჯერადად გაეწევათ დახმარება 500 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ხანდაზმულებზე ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვა

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 12

35.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

პროგრამით, ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად მიიღებენ ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

დიალიზით მოსარგებლე ბენეფიციართა სატრანსპორტო ხარჯების უზრუნველყოფა.  მათი ჯანმრთელობის სტაბილურობის ხელშეწყობა.

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

 

 

18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვიანი ოჯახების დახმარება

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 13

11.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

 

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან  18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები (და რომელთაც 2021 წელს შეუსრულდათ 18 წელი). დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე - 150 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

მარტოხელა მშობლის დახმარება

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 14

3.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება

 

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 15

12.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

 

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი,  მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით

 

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 16

3.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცემა ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით. სარიტუალო მომსახურებისათვის თანხის გაცემა მოხდება მერის წარმომადგენლის მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

უპატრონო და სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

მედიკამენტების დაფინანსება

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 17

26.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის  მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს,  რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას   გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება  მედიკამენტების შესაძენად. დაფინანსება შეეხება შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებს: ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური,  თირკმლის უკმარისობა,ინსულტის შემდგომი პერიოდი, შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, მიასთენია, ფენილკეტონურია,ცერებრალური დამბლა, ფსორიაზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, წითელი მგლურა, გლაუკომა, კატარაქტა, ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა, ოჯახური ხმელთშუაზღვის ცხელება, წითელი ქარი,სეფსისი, პრეიტონიტი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, გაფანტული სკლეროზი და  0-დან  18 წლამდე   ასაკის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები მედიკამენტების თანხით დაფინანსდებიან მიუხედავად დიაგნოზისა. ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისთვის დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ონკოლოგიური და სხვა ზემოთ განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა. ონკოლოგიური სენით დაავადებული პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, ხოლო სხვა დაავადებების მქონე პაციენტები პირველი მომართვის შემთხვევაში 70 ლარით, განმეორებითი მომართვისას 50 ლარით.  თანხა ჩაირიცხება მომსახურების მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის  საფუძველზე.   ონკოლოგიური სენით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირების და აბილიტაციის პროგრამა

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 18

5.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც კვალიფიციური სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის სპექტრის  დიაგნოსტიკის, განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასებისა და/ან აბილიტაციის საჭიროება.  პროგრამა მოიცავს ერთი მხრივ, საჭიროების მქონე ბავშვების დიაგნოსტირებას, მათი განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას და  მეორე მხრივ, შესაბამისი  მომსახურების თანადაფინანსებას. თითოეული  ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება: ა) დიაგნოსტირების მიზნით - არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით (ერთჯერადად); ბ) განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების მიზნით - 150 ლარის ოდენობით (6 თვეში ერთხელ); გ) აუტიზმის სპექტრის  მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის სეანსების დაფინანსება - წლის განმავლობაში  500 ლარის ოდენობით ..

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირების, შეფასებისა და ქცევითი თერაპიის საჭიროების მქონე 2-15 წლამდე მოზარდების იდენტიფიცირება; მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება  ადრეული დიაგნოსტიკისა და აბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის გზით.

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

სასურსათო პაკეტების შეძენა

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 19

30.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

 

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

პროგრამა შეიქმნა ახალი კორონავირუსის Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქების მიზნით და ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების სურსათით დახმარებას. დახმარების მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქება

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

საცხოვრებლით უზრუნველყოფა

 

დაფინანასება (ათასი ლარი)

 

06 02 20

45.0

 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

 

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით.  გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება  ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის" მიერ.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

 

 

ქვეპროგრამის დასახელება

 

კოდი

 

 

ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯის თანადაფინანსება

დაფინანსება (ათასი ლარი)

 

06 02 21

10.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

 

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ქვეპროგრამის აღწერა

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე/ბინაზე ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ბენეფიციარს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 2500 ლარისა.

 

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

 

ხანძრისგან დაზარალებული ოჯახების დახმარება.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე