განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის დამტკიცების შესახებ

განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022610
57
08/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
240110000.10.003.022610
განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №57

2021 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხა“.
მუხლი 2
განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს ვარგისიანობის  ვადის  გასვლამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია