მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016444
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
04
09/02/2021
ვებგვერდი, 11/02/2021
010260020.35.159.016444
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/02/2021 - 19/02/2021)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2021 წლის 9 თებერვალი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ,, ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 24/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016288).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2021 წლის 15 მარტიდან.

 


მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი 1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფასტრუქტურის და ეკონომიკური  განვითარების სამსახურის  დებულება

თავი I

  ზოგადი  დებულებები


მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახური

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური   პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას, ინვესტორებთან თანამშრომლობას შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას, მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესში მონაწილეობას და პროცესის კოორდინაციას / ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზსა და მონიტორინგს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის / რეკონსტრუქციის / რემონტის / რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის - ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესის ანალიზის და ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებების / უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის / განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური / ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას / მონაწილეობას და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

თავი II

სამსახურის საქმიანობა

მუხლი 2. სამსახურის   ფუნქციები

სამსახურის  ფუნქციებია:

ა) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის - ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესის ანალიზის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვის მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობა / მონაწილეობა - სტატისტიკის, ანალიტიკისა და აუდიტორული მომსახურების სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო/ ინფრასტრუქტურული ობიექტების/პროექტების მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესის კოორდინაცია/მონიტორინგი და შემდგომი ანალიზი;

ე) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის პროცესის განხორციელების, შენახვის და მოვლა-პატრონობის პროცესის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;

ვ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია და მათი განხორციელების პროცესის მონიტორინგი შემდგომი ანალიზით;

ზ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების კოორდინაცია/უზრუნველყოფა, მათი განხორციელების ზედამხედველობა თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;

თ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზება, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;

კ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების  წარმართვა, წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ლ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის  და გაუქმების, ასევე დასახლებების კატეგორიების მინიჭების საკითხზე წინადადებების მომზადება - ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით;

მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;

ნ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ო) წინადადებების  შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

პ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ჟ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

რ) წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის,  მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე;

ს) წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;

ტ) წინადადებების შემუშავება გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;

უ) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება;

ფ) წინადადებების მომზადება თვითმმართველობის იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;

ქ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავება, მერისთვის განსახილველად წარდგენა, მერის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის კორექტირება, მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის, საკრებულოს სხდომაზე სოციალურ- ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე;

ღ) ადგილობრივი მოსაკრებლების წესების შემუშავება, კონტროლი და შესაბამისი ღონიძიებების გატარება, წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების,  ადგილობრივი საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე;

ყ) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და გაწეული ფინანსური დახმარებების მონიტორინგი;

შ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ჩ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა  პროექტების შედგენა;

ც) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოვაგზლების, ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების ფუნქციონირების რეგულირება და აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონტროლი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე;

ძ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სახსრებით შესყიდული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების მიღება კომისიური წესით, მომსახურების გაწევასთან, სამუშაოების შესრულებასთან და საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებული სახარჯთაღრიცხვო/განფასების დოკუმენტაციის, შედარების და სხვა აქტების შედგენა ოფიციალური გაფორმების უზრუნველყოფით, საქონლის მოწოდების, სამუშაოების შესრულებისა, მომსახურების გაწევის სახარჯთაღრიცხვო/განფასების და მომსახურების გაწევის, საქონლის მოწოდების, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეთანხმება ვიზის გაფორმებით;

წ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზება, სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია;

ჭ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა/ კოორდინაცია, მონიტორინგი და შემდგომი ანალიზი;

ხ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობის ორგანიზება, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სამუშაოთა ორგანიზება, მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების ორგანიზება, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, დასახლებებში ელექტროფიკაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა და ზედამხედველობა გარეგანათების ფუნქციონირებაზე;

ჯ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნები მოწესრიგების ორგანიზება, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზება;

ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი  III

სამსახურის  სტრუქტურა

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურაში, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით, შედის:

ა) ეკონომიკური განვითარების განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;

მუხლი 4. ეკონომიკური განვითარების განყოფილება

ეკონომიკური განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დაგეგმვის უზრუნველყოფისათვის/განხორციელებისათვის საჭირო სათანადო სტატისტიკური/ ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას/ მონაწილეობას - სტატისტიკის, ანალიტიკისა და აუდიტორული მომსახურების სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში - შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადებას;

ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას/კოორდინაციას უფლებამოსილების ფარგლებში;

კ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის/გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე - ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

ლ) სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

მ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, უფლებამოსილების ფარგლებში;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას;

ო) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას;

პ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური  პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

ჟ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

რ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას, ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას;

ს) მონაწილეობას მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, აგრეთვე ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობას;

ტ) დაგეგმილი პროექტების და პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს;

უ) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების საინვესტიციო პროგრამების დაპროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას;

ფ) მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ქ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის მომზადებას, ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი/საშუალოვადიანი/გრძელვადიანი გეგმების პროექტების მომზადებას და საჭიროებისამებრ ამისთვის შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში მონაწილეობას;

ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება

ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების, შესაბამისი პროგრამებისა დაპროექტების, მათი განხორციელების კოორდინაციას, ანალიზს და მონიტორინგს, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთების და ექსპლოატაციის პროცესის ხელშეწყობას/ ანალიზს/მონიტორინგს;

ბ) შემუშავებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების მონიტორინგს და ანალიზს;

გ) მომზადებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების და დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციას;

დ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზების პროცესში ჩართულობას, კოორდინაციას, მართვას და ტექნიკური ზედამხედველობას;

ე) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლს, ზედამხედველობის განხორციელებას და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას;

ვ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ზ) საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას;

თ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში- ხელშეკრულებებში და ფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენას;

ი) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის, მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლს და ზედამხედველობას;

კ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს და ზედამხედველობას;

ლ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს;

მ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების ორგანიზებისა და მართვის პროცესის უზრუნველყოფას/ კოორდინაციას/ მონიტორინგს;

ნ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას, სამუშაოების ფარული, შუალედური, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას, მათი სისწორის დადასტურებას შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით და მათი ოფიციალური წესით გაფორმებას;

ო) მშენებლობის მონაწილეებისათვის საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას;

პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების მომზადებას დამრღვევისათვის კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმების დაკისრების/ სანქცირების მექანიზმების ამოქმედების თაობაზე, მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას;

ჟ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/რეკონსტრუქციის/ რემონტის/რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში - მუნიციპალიტეტის კონტრაქტორ აკრედიტირებულ საექსპერტო ორგანიზაციასთან ურთიერთკოორდინაციით და მისგან დამოუკიდებლად;

რ) მშენებარე/რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული/ ინფრასტრუქტურული ობიექტების ინსპექტირებას;

ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

თავი IV

სამსახურის მართვა

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

მუხლი 7. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14  მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალი იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.